"ამბობდნენ, იმას ხვდება, ამას ხვდება, მილიონერი შეყვარებული ჰყავს..." - როგორია ნუცა ბუზალაძისთვის სასურველი მამაკაცი და რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე
ნუცა ბუზალაძე ამერიკული წარმატების შემდეგ, ლელა წურწუმიას გადაცემაში ესტუმრა. მომღერალმა კარიერაზე, ოჯახსა და მომავალზე ისაუბრა. ასევე შეეხო პირად თემებს. ნუცა ამბობს, რომ უკვე ერთი წელია შეყვარებული არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა ცხოვრებაში ორჯერ უყვარდა. არ უყვარს შეზღუდვები და ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელიც მის გვერდით უნდა იყოს, მას არ უნდა ჰგავდეს. არ უნდა უყვარდეს საზოგადოებაში გამოჩენა და მასზე ასაკით უმცროსი არ უნდა იყოს.
ნუცა ბუზალაძე:
- ძალიან არ მიყვარს, როცა ჩემზე ჭორაობენ. ერთი პერიოდი იმდენს ჭორაობდნენ ჩემს პირად ცხოვრებაზე, მეგობრები რომ მოდიოდნენ სხვადასხვა ინფორმაციებით, ვეუბნებოდი, აღარ მაინტერესებს, ვისაც რა გინდათ, ის უთხარით. ამბობდნენ, იმას ხვდება, ამას ხვდება, მილიონერი შეყვარებული ჰყავს. რაღაც ჩანთის ფოტო თუ დადე, აუცილებლად ვიღაცამ გაჩუქა, შენით ვერ იყიდი.
პირად ცხოვრებაში ახლა რომ უინტერესო ფაზა მაქვს, ასეთი უინტერესო არ მქონია, 19 წლის ასაკის შემდეგ. 19 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა, მქონია მომენტები, რომ სამი წელი, ორი წელი მიყვარდა ადამიანი. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ დუბაიში გადავედი, სიმართლე რომ გითხრათ, შეყვარებული არ მყოლია, ახლა ამას არავინ დაიჯერებს. 26 წლის გავხდი.
იქ გადასვლის შემდეგ, სულ სხვა გამოწვევები მქონდა, იქ არავინ მიცნობდა, აქ მიჩვეული ვიყავი პოპულარობას. იქ ჩასვლისას ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო, რომ ადამიანებმა გამიცნონ და აი, ეს პროექტი მოვიფიქრე. გააგრძელე კითხვა