"ყველამ, ვინც ამას ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ დროა, გადასახლდეს სოფელში და დაგვასვენოს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
"ქალაქი ნიშნავს ბუღს და დუღილს, ჭრელ ხალხს, მილიონობით სტუმარს, ხმაურს, საცობებს და ათას სხვა სიხარულს", - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რითაც თბილისში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავიშრებით, შემსუბუქებულ სატრანსპორტო მოძრაობასა და მგზავრთა ნაკადის კლებას ეხმაურება.
"რა კარგია ცარიელი ქუჩები, რა კარგია ცოტა ხალხი, რა კარგია სიწყნარეეე" - ყველამ, ვინც ამას ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ დროა გადასახლდეს სოფელში და დაგვასვენოს, ვინც ჯერ კიდევ ვახერხებთ ხმაურში ცხოვრებას.
ქალაქი ნიშნავს ბუღს და დუღილს, ჭრელ ხალხს, მილიონობით სტუმარს, ხმაურს, საცობებს და ათას სხვა სიხარულს, რაც ხალხმრავლობას მოაქვს.
ასე რომ, "სოფლელი" ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა. მე ვარ პოტენციური სოფლელი, მაგრამ ეს დრო რომ დამიდგება, თქვენ კი არ გეტყვით, ხმაური მომბეზრდა და გადასახლდითმეთქი, მე წავალ სიწყნარეში, მე",- წერს ფანჯიკიძე.