ბარსელონადან სოფელ კაცხამდე: ცნობილი ქართველების ფოტოები - ვინ როგორ შეხვდა აღდგომის დღესასწაულს
16 აპრილს მართმადიდებლურმა სამყარომ აღდგომა იზეიმა. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ქრისტიანები, აცხობენ პასკას, ღებავენ კვერცხებს და მძიმე მარხვის შემდეგ, დღესასწაულს გამორჩეულად ხვდებიან.
სოციალურ ქსელში თვალი გადავავლეთ, როგორ შეხვდნენ ცნობილი ქართველები, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დაესწრო.
პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ დღეს ოჯახთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარს ესტუმრა. ფოტო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა აღდგომის მილოცვასთან ერთად, "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა.
თაკო ჩხეიძე, პოლიტიკოს მეუღლესთან რუსლან აბაშიძესთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად, აღდგომას მუხათწყაროში, აგარაკზე შეხვდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე მეუღლესთან, ქეთი სიჭინავასთან და სამ შვილთან ერთად აღდგომას ჭიათურის სოფელ კაცხს ესტუმრა, სადაც მონასტრის ეზოში პოლიტიკოსის ბებია და ბაბუა არიან დასაფლავებულები.