"ჩემი ცოლი ეზოში იყო, როცა გამიზნულად ესროლა" - რას ჰყვება კახეთში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"ჩემი ცოლი ეზოში იყო, როცა გამიზნულად ესროლა" - რას ჰყვება კახეთში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე?

კა­ხეთ­ში, ახ­მე­ტა­ში მოკ­ლუ­ლი 71 წლის ქა­ლის მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ 18 წლის მე­ზო­ბელ­მა მის ცოლს გა­მიზ­ნუ­ლად ეს­რო­ლა. თუმ­ცა აქვე გან­მარ­ტავს, რომ სრო­ლამ­დე კონ­ფლიქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რო­გორც ვა­ლე­რი ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, დავა მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი და ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახს შო­რის წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა გუ­შინ ამ თე­მა­ზე მათ არა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნი­ათ.

"ეს სახ­ლი მა­მა­ჩემ­მა ჩემს დას აუ­შე­ნა. შემ­დეგ ჩემი და რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემ­მა სი­ძემ ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბი გა­ა­კე­თა და გა­ყი­და სახ­ლი. ამათ (მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახ­მა) რომ იყი­დეს, მა­მა­ჩე­მი წი­ნა­აღ­მე­გი იყო. ეს ხდე­ბო­და 2006 წელს. მას მერე დავა იყო ამა­ზე. ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით მა­ინც და­უმ­ტკიც­დათ 1000 კვად­რა­ტუ­ლი. ახლა იმ 1000-ში აღარ ეტე­ვა, ამ­ბობ­და, აქეთ მინ­და გად­მოს­ვლაო.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, გუ­შინ მე და ჩემი მე­უღ­ლე სახ­ლში ვი­ყა­ვით, როცა სახ­ლში ვი­ყა­ვით, გა­ვი­გეთ ხმა­უ­რი. გა­მო­ვე­დით ეზო­ში, მი­თხრა, შენ სახ­ლში შე­დიო და თა­ვად აი­ვან­ზე ავი­და, გა­და­ვი­ხე­დავ რა ხდე­ბაო. ამ დროს გა­მიზ­ნუ­ლად ეს­რო­ლა ჩემს მე­უღ­ლეს. კონ­ფლიქ­ტი მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე. (გააგრძელეთ კითხვა)