სექტემბრიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ - რა განაცხადა მინისტრმა? - კვირის პალიტრა

სექტემბრიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ - რა განაცხადა მინისტრმა?

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვრის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც 1-ელ ნო­ემ­ბრამ­დე 6 წელი შე­უს­რულ­დე­ბათ, უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სკო­ლა­ში 2023 წლის სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვიდ­ნენ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ცე­სი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა და მშობ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში წა­იყ­ვა­ნონ ან სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ტო­ვონ.

"სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, მშობ­ლე­ბის მო­მე­ტე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც ბავ­შვის სას­კო­ლო ასაკს ეხე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. წელს, ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც 1-ელ ნო­ემ­ბრამ­დე 6 წელი შე­უს­რულ­დე­ბათ, უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სკო­ლა­ში შე­ვიდ­ნენ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს წესი აქამ­დე 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე მოქ­მე­დებ­და და ის ერთი თვით გა­ვა­ხან­გრძლი­ვეთ. იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც 800 სკო­ლის აშე­ნე­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვა­დას გა­ვა­ხან­გრძლი­ვებთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­და­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა 31 დე­კემ­ბრამ­დეა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა. მშობ­ლე­ბი არ­ჩე­ვან­ში სრუ­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვი სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნონ ან სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ტო­ვონ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.