"ნუცა, ჩემი აზრით, გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელ საქართველოს ვულოცავ! თუმცა ვფიქრობ.." - რას წერს ზაზა შენგელია - კვირის პალიტრა

"ნუცა, ჩემი აზრით, გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელ საქართველოს ვულოცავ! თუმცა ვფიქრობ.." - რას წერს ზაზა შენგელია

"ბრა­ვო რე­კორდსის" პრე­ზი­დენ­ტი ზაზა შენ­გე­ლია American Idol-ში მო­ნა­წი­ლე, ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის შთამ­ბეჭ­დავ გა­მოს­ვლას ეხ­მი­ა­ნე­ბა და მის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

"ნუ­ცამ ჰა­ვა­ის ტურ­ში ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა! რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 24 მო­ნა­წი­ლე 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2 ნა­კა­დად გა­მო­დი­ო­და (12 მო­ნა­წი­ლე 16 აპ­რილს, 12 მო­ნა­წი­ლე 17აპ­რილს).

ნუცა თა­ვის დღეს, ანუ 17 აპ­რილს, მისი გა­მოს­ვლის ვი­დე­ოს ნახ­ვე­ბით ამ წუ­თი­სათ­ვის პირ­ველ ად­გილ­ზეა (300 000 ნახ­ვა) და უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შე­სა­ბა­მი­სად ბევრ ხმებ­საც და­აგ­რო­ვებს და გა­და­ვა მომ­დევ­ნო ტურ­ში.

წინა დღის კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ნახ­ვე­ბი აქვთ Iam Tongi-ის (1,4 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა) და Warren Peay-ის (470 000 ნახ­ვა). ორი­ვე­ნი ბი­ჭე­ბი არი­ან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბუ­ნებ­რი­ვია მათი ნახ­ვე­ბის ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გა­ნაც ამ­დაგ­ვარ კონ­კურ­სებ­ში ხმის მიმ­ცე­მე­ბი უმე­ტე­სად ქალ­ბა­ტონ­თა აუ­დი­ტო­რია გახ­ლავთ. ნუ­ცას გა­მოს­ვლის შე­ფა­სე­ბე­ბი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი ამე­რი­კუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის პრო­ფა­ი­ლებს, რომ­ლე­ბიც ნუ­ცას გა­მოს­ვლა­ზე კო­მენ­ტა­რებს ტო­ვე­ბენ, უფრო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი აუ­დი­ტო­რია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ნუ­ცას გა­მოს­ვლით და შე­სა­ბა­მი­სად, პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვთ, ამე­რი­კის და­ბა­ლი კლა­სი და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი აუ­დი­ტო­რია უფრო კრი­ტი­კუ­ლია მის მი­მართ, რაც ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახ­სნა­დი და გა­სა­გე­ბია...

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც არ და­ი­ზა­რა და მის­ცა ხმა ნუ­ცას და კი­დევ მა­რაგ­ში გვაქვს და­ა­ლო­ე­ბით 3,5 სა­ა­თი (სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით 14:00-მდე) ხმის მი­სა­ცე­მად.

ჩემი პროგ­ნო­ზი: ნუცა, ჩემი აზ­რით, გა­და­სუ­ლია მომ­დევ­ნო ტურ­ში და ამას მთელს სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ლო­ცავ! თუმ­ცა ვფიქ­რობ ნუ­ცამ მომ­დევ­ნო ტუ­რი­სათ­ვის უფრო "სწო­რი" სიმ­ღე­რა უნდა შე­არ­ჩი­ოს, მით უფრო, რომ "რედ­ნე­კე­ბი" ლუ­პით აკ­ვირ­დე­ბი­ან მისი გა­მოს­ვლის ყვე­ლა დე­ტალს და ესეც ბუ­ნებ­რი­ვია. მომ­დევ­ნო ორი ტური, რო­გორც ვიცი, ზე­დი­ზედ ხვალ და ზეგ ანუ 19 და 20 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა, რის შემ­დგო­მაც კონ­კურ­სში მთლი­ა­ნო­ბა­ში 12 მო­ნა­წი­ლე დარ­ჩე­ბა და ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ ტუ­რებ­ში დას­ჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. დე­ტა­ლებს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მო­გაწ­ვდით. You Go Girl"- წერს ზაზა შენ­გე­ლია.