სასამართლომ "პუბლიკას" დირექტორს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - კვირის პალიტრა

სასამართლომ "პუბლიკას" დირექტორს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზურაბ ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას ბრალად ედებოდა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

"ინტერპრესნიუსი"