"მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე - ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?
მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც საგამოძიებო კომისიის საკითხს განიხილავენ.
"სასამართლოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი. ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. რაც შეხება აქტის შინაარს - პოლიტიკური საფუძველი განვმარტე.
რაც შეხება პროცედურულ საკითხს,რომელიც თქვენც უნდა გაინტერესებდეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
მის განცხადებას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
"ინტერპრესნიუსი"