"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე... ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური მიმართვა - კვირის პალიტრა

"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე... ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური მიმართვა

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბით შეხ­ვედ­რა­ში "ნა­პო­ლიმ" "მი­ლანს" უმას­პინ­ძლა, მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და. პირ­ვე­ლი მატ­ჩი "მი­ლან­მა" საკუთარ კედლებში, სან სი­რო­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით 1:0 მო­ი­გო. შე­დე­გად, ორი მატჩის ჯამში, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნ­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას გა­მო­ე­თი­შა.

მატჩის 82-ე წუთ­ზე "მი­ლა­ნის" კარ­ში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რო­მე­ლიც "კვარამ" და­არ­ტყა, თუმ­ცა გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ხვი­ჩას "მი­ლა­ნის" მე­კა­რე მე­ნი­ომ აუღო. ნეაპოლელების მხრიდან გატანილი გოლის ავტორი ვიქტორ ოსიმენია. აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე ნაპოლელებისთვის საგოლე შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო.

მატჩის დასასრულს კვარაცხელიას გამხნევებას, როგორც ნეაპოლელი ფეხბურთელები, ასევე "მილანის" ფეხბურთელებიც ცდილობდნენ.

მატჩის შედეგს, თამაშს, ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვას კვარაცხელია საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ემოციური ტექსტით გამოეხმაურა:

"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ. მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!" - წერს ხვიჩა.

19042023-0847-1681879725.40_REC.png