"ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია... მოედანზე საუკეთესო იყო" - რა თქვეს სპალეტიმ და პიოლიმ და როგორ ამხნევებენ "კვარას" მატჩის შემდეგ: გამოხმაურებები და ემოციური კადრები - კვირის პალიტრა

"ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია... მოედანზე საუკეთესო იყო" - რა თქვეს სპალეტიმ და პიოლიმ და როგორ ამხნევებენ "კვარას" მატჩის შემდეგ: გამოხმაურებები და ემოციური კადრები

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჰქონ­და შან­სი "ნა­პო­ლის" გმი­რი გამ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ფეხ­ბურ­თია და ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა - ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში, გან­მე­ო­რე­ბით მატჩში დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე "ნა­პო­ლი" "მი­ლანს" და­უ­პი­რის­პირ­და.

ხვი­ჩამ 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­შით 1-1 დას­რულ­და, რაც არ იყო საკ­მა­რი­სი მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ნე­ა­პო­ლელ­თა გა­სას­ვლე­ლად, რად­გან პირ­ველ მატ­ჩი "მი­ლან­მა" შინ ან­გა­რი­შით 1:0 მო­ი­გო.

მი­უ­ხე­და­ვად გა­ცუ­დე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი­სა, ხვი­ჩა მო­ე­დან­ზე სა­უ­კე­თე­სო იყო. თუ სტა­ტის­ტი­კას ჩავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ "კვა­რამ" გუ­შინ 10 წარ­მა­ტე­ბუ­ლი დრიბ­ლინ­გი შე­ას­რუ­ლა, კა­რის­კენ ექ­ვსჯერ და­არ­ტყა, ბურთს 98-ჯერ შე­ე­ხო და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით მინ­დორ­ზე სა­უ­კე­თე­სო იყო.

Sofascore-მა "კვა­რას" თა­მა­ში 7.6 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა, Whoscored-მა კი 8.2 და­უ­წე­რა. ორი­ვე პორ­ტა­ლის მი­ხედ­ვით, შეხ­ვედ­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გახ­და.

მატ­ჩის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ნა­პო­ლის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

"პირ­ველ რიგ­ში, "მი­ლანს" გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­ლო­ცავ. ორი­ვე მატჩში შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ვფიქ­რობ, გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვაკ­ლდა. სა­ნაკ­რე­ბო შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი მო­თა­მა­შე კლუბ­ში დაღ­ლი­ლი დაბ­რუნ­და. ფაქ­ტია, იქამ­დე ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დით. გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბა შეგ­ვეძ­ლო, რად­გან ბურთს ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლებ­დით, თუმ­ცა სა­ჯა­რი­მო­ში მათ­სა­ვით კარ­გად ვერ ვმოქ­მე­დებ­დით.

თა­ვი­დან­ვე ვცდი­ლობ­დი "კვა­რას" მეტ­სა­ხე­ლებ­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, თუმ­ცა ის სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებს. ხვი­ჩა ჯან­სა­ღი, მგრძნო­ბი­ა­რე ბი­ჭია. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს. პირ­ველ ტა­იმ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა მე­ტო­ქის მო­ტყუ­ე­ბა, როცა ამის შან­სი ჰქონ­და, მაგ­რამ მე­ო­რე ტა­იმ­ში ორ­ჯერ გი­ჟუ­რად ითა­მა­შა.

მე ბედ­ნი­ე­რი ვარ მას­თან მუ­შა­ო­ბით. თა­ვი­სი ნი­ჭით და ხა­რის­ხით ისევ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმ დიდი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, რო­მე­ლიც წინ გვაქვს, ჩვენ ის გვჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ. გააგრძელეთ კითხვა