"ჩემი მეუღლე "ვოლტის" კურიერია... ვიღაცამ დაინახა როგორ იმტვრეოდა, დრო იხელთა, ტელეფონი აიღო და გაქრა" - რას წერს მაკა ძაგანია? - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე "ვოლტის" კურიერია... ვიღაცამ დაინახა როგორ იმტვრეოდა, დრო იხელთა, ტელეფონი აიღო და გაქრა" - რას წერს მაკა ძაგანია?

სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" მსა­ხი­ო­ბი, თინას როლის შემსრულებელი - მაკა ძა­გა­ნია წერს, რომ მის მე­უღ­ლეს ავა­რი­ის დროს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მოჰ­პა­რეს. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი მე­უღ­ლე - გიგა ცერ­ცვა­ძე "ვოლ­ტის“ კუ­რი­ე­რია და ქურ­დო­ბა გუ­შინ, საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მოხ­და.

მაკა ძა­გა­ნია:

"ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. ჩემი მე­უღ­ლე "ვოლ­ტის" კუ­რი­ე­რია, დღეს ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ძე დიდ ორ­მო­ში ჩა­არ­ტყა სკუ­ტე­რი და ძლივს გა­დარ­ჩა, რომ არ დამ­ტვრე­უ­ლი­ყო (რა­ტომ გვაქვს გზე­ბი ასე­თი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი!!!) მაგ­რამ სხვა რა­მეს გიყ­ვე­ბით.

მოკ­ლედ ჩარ­ტყმის დროს ტე­ლე­ფო­ნი ამოხ­ტა ჩა­სა­დე­ბი­დან და გაფ­რინ­და. ჩემ­მა მე­უღ­ლემ შეძ­ლო თა­ვის შე­კა­ვე­ბა, რომ არ დამ­ტვრე­უ­ლი­ყო და მობ­რუ­ნე­ბა ტე­ლე­ფო­ნის ასა­ღე­ბად, რო­მე­ლიც არც კი იცო­და ვარ­გო­და თუ არა. ჰოი, სა­ოც­რე­ბავ. ვი­ღა­ცამ და­ი­ნა­ხა ადა­მი­ა­ნი რო­გორ იმ­ტვრე­ო­და, იხელ­თა დრო, აიღო ტე­ლე­ფო­ნი და გაქ­რა.

კი­თხვა 1) 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვინ­მე არის ისე­თი, რო­მელ­მაც არ იცის რომ მო­პა­რულ ტე­ლე­ფონს ვერ იხ­მარს?

კი­თხვა 2) სად დავ­კარ­გეთ ადა­მი­ა­ნო­ბა? ხე­დავ ადა­მი­ა­ნი წვა­ლობს შრო­მობს, მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ტე­ლე­ფო­ნი თან ხე­დავ რომ კი­ნა­ღამ და­იმ­ტვრა და ესეთ რა­მეს აკე­თებ.

გვეშ­ვე­ლე­ბაა ოდეს­მე რამე? სად გაქ­რა ადა­მი­ა­ნო­ბა? იმის მა­გივ­რად ხელი გა­უ­წო­დო ადა­მი­ანს რო­მე­ლიც იქ­ცე­ვა, პი­რი­ქით ხელს კრავთ? გული მწყდე­ბა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რომ ვარ".