დღეს მზის ჰიბრიდული დაბნელება იქნება - სად შეძლებთ მზის დაბნელების იშვიათი სახეობის ნახვას - კვირის პალიტრა

დღეს მზის ჰიბრიდული დაბნელება იქნება - სად შეძლებთ მზის დაბნელების იშვიათი სახეობის ნახვას

დღეს. 20 აპ­რილს მზის ჰიბ­რი­დუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა. ეს არის მზის დაბ­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბა.

ჰიბ­რი­დულს უწო­დე­ბენ იმი­ტომ, რომ რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, სრუ­ლი და წრი­უ­ლი დაბ­ნე­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა იქ­ნე­ბა, უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ჰიბ­რი­დუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა არის მზის დაბ­ნე­ლე­ბის ტიპი, რო­მე­ლიც ქმნის წრი­ულ, ან მთლი­ან მზის დაბ­ნე­ლე­ბას, იმის მი­ხედ­ვით, თუ სად დგა­ხართ მთვა­რეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სულ შვი­დი ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა იყო. NASA-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზის დაბ­ნე­ლე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა 3 სა­ა­თი 19 წუთი 40 წამი.

დაბ­ნე­ლე­ბის და­ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში და ან­ტარ­ქტი­და­ზე. მზის დაბ­ნე­ლე­ბა თბი­ლი­სის დრო­ით, სა­ღა­მოს 05:34 სთ-ზე და­ი­წყე­ბა და 10:59 სთ-ზე დას­რულ­დე­ბა. (წყარო)

დაბ­ნე­ლე­ბის ნახ­ვას შეძ­ლებთ მო­ცე­მულ ლა­ივსტრიმ­ზე: