"13 წლის წინ ზუსტად ამ მომენტზე ვოცნებობდი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე?
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკის შოუ American Idol-ში მონაწილეობს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 13 წლის ასაკში სწორედ იმ სიმღერას ასრულებს, რომელიც კონკურსში, ჰავაის ტურში იმღერა.
"ამ ვიდეოში ვარ 13 წლის და ვასრულებ იმ სიმღერას, რომელიც ჰავაის ტურში ვიმღერე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც შევარჩიე Grace Potter-ის Paris Ooh La La. 13 წლის წინ ზუსტად ამ მომენტზე ვოცნებობდი რაც ეხლა ხდება. საოცრებებით არის სავსე ცხოვრება, არასდროს არ დანებდეთ" - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჰავაის ტურში ნუცა ბუზალაძის შესრულებული სიმღერა, ამერიკელმა ვარსკვლავმა და შოუს ჟიურის წევრმა ლაიონელ რიჩიმ გააზიარა.
“ის გავლენა, რომელიც შენ გაქვს აუდიტორიაზე არ ისწავლება, დიდებული სამუშაო გასწიე“ - დაწერა ტვიტერის გვერდზე ლაიონელ რიჩიმ ბუზალაძის ნამღერის გაზიარებისას.