საქართველო გრანდიოზული შოუების მოლოდინში - თბილისში Imagine Dragons იმეღერებს - კიდევ ვისი კონცერტია დაგეგმილი?
"Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს“ იწყებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.
ახალი კამპანიის ფარგლებში, "Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:
Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
Damian Lazarus“/ 10 აგვისტო / „The Social Space“
The Killers / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“
All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“
Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.