ყვარლის მუნიციპალიტეტში 13 დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 13 დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, 13 დღის წინ დაკარგული ლევან დოლენჯაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მის ცხედარს სოფელ საცხენესთან, მდინარის ნაპირთან მიაგნეს. ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, გარდაცვლილი გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

24 წლის ახალგაზრდა 8 აპრილს გაუჩინარდა. ბოლოს ის სოფელ საცხენეს მიმართულებით, ტყის პირას შენიშნეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.