"ბევრჯერ ამიღო ნუცამ ბილეთი და უკან დავაბრუნე... ოჯახმა ვიცით, რამხელა შრომა დასჭირდა, რომ..." - როგორ მიაჩვია ნუცა ბუზალაძე დამოუკიდებლობას დედამ და რას ამბობს შვილის წარმატებაზე? - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ ამიღო ნუცამ ბილეთი და უკან დავაბრუნე... ოჯახმა ვიცით, რამხელა შრომა დასჭირდა, რომ..." - როგორ მიაჩვია ნუცა ბუზალაძე დამოუკიდებლობას დედამ და რას ამბობს შვილის წარმატებაზე?

ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ამე­რი­კულ ის­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვალს ადევ­ნებს. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ამე­რი­კულ მე­გაპ­რო­ექტ American Idol-ში მო­ნა­წი­ლე­ობს, სა­დაც 24 ფი­ნა­ლისტს შო­რის უკვე მოხ­ვდა. ნუ­ცას დედა ნინო კან­კა­ვა Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ უკვე ერი­დე­ბა შვილ­ზე სა­უ­ბა­რი, არც ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას არის მიჩ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ მად­ლი­ე­რია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც მისი შვი­ლის გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან.

ნინო კან­კა­ვა:

- მას შემ­დეგ, რაც ნუცა ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა, მისი ყო­ველ­დღი­უ­რი გრა­ფი­კი იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლია, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­ბარს ორი-სამი წუ­თით ვა­ხერ­ხებ. ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მი აქვს, ცოტა დრო აქვს სა­ლა­პა­რა­კოდ. ამ დრო­საც ძი­რი­თა­დად ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი, სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვაძ­ლევ აქე­დან, ვე­ფე­რე­ბი.

ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, რომ ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და ნუ­ცას გა­მოს­ვლას. რაც მახ­სოვს, ბავ­შვო­ბი­დან სულ იბ­რძვის, მი­დის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც თა­ვის სამ­შობ­ლოს აც­ნობს ხალ­ხს. სა­ერ­თოდ, სა­დაც ჩა­დის, ყველ­გან ჰყავს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, დიახ, მათი ძა­ლი­ან დიდი არ­მია ჰყავს. თა­ვი­დან მე­გო­ნა ამე­რი­კა­შიც ასე იქ­ნე­ბო­და და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს. გარ­და იმი­სა, რომ ნუცა ასე იბ­რძვის და აც­ნობს თა­ვის ქვე­ყა­ნას მსოფ­ლი­ოს, ეს მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, მაგ­რამ ხალ­ხიც თუ ასე მი­ი­ტან­და გულ­თან, არ მე­გო­ნა. ჩვენ­მა ოჯახ­მა ვი­ცით, ნუ­ცას რამ­ხე­ლა შრო­მა დას­ჭირ­და ამის­თვის და რო­გორ შექ­მნა სა­კუ­თა­რი თავი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად. ამას ხმა­მაღ­ლა ყვე­ლას­თან ხომ არ ილა­პა­რა­კებ, ეს რომ ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, მი­ხა­რია ძა­ლი­ან.

339609413-173879758928882-7563294809220479655-n-38496-1682003810.jpg

მე ყო­ველ­თვის მე­რი­დე­ბო­და სა­კუ­თარ შვილ­ზე სა­უ­ბა­რი, ახ­ლაც უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს. ნუ­ცას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი გა­აქვს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენს ოჯახ­ში პრი­ო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თვის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი იყო. რო­დე­საც შე­გიძ­ლია, რომ პა­ტა­რა აგუ­რი დადო შენი ქვეყ­ნის­თვის, ორ­მა­გად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რო­გორც ჩემ­თვის, ისე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ისე­თი წე­რი­ლე­ბი მომ­დის, ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა, რომ დღეს ვფიქ­რობ, რომ ნუცა მარ­ტო ჩემი შვი­ლი არ არის, ყვე­ლა მისი გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კივ­რის შვი­ლია, ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. იმ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ხალ­ხმა, რომ ეს ნიშ­ნავს, რომ ბეწ­ვის ხიდ­ზე უნდა ია­როს და ათ­მა­გად და­უბ­რუ­ნოს სიყ­ვა­რუ­ლი მათ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, გარ­და მხარ­და­ჭე­რი­სა, მის მი­მართ ის­მის კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­სე­ნე­ბენ, რომ ის რუ­სეთ­შიც გა­მო­დი­ო­და კონ­კურ­სზე.

- მე კრი­ტი­კა არ შემ­ხვედ­რია. არ ვრე­ა­გი­რებ ამა­ზე, ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნეს უხა­რია ეს ამ­ბა­ვი, თუ ვინ­მეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, მე ყვე­ლას აზრს ვცემ პა­ტივს.

- ალ­ბათ ხში­რად გი­ფიქ­რი­ათ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში...

- რო­დე­საც კონ­კურ­სზე მი­დი­ხარ, ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხარ კარგ შე­დეგ­ზე. მინ­და, რომ ფი­ნალ­ში გა­ვი­დეს, მაგ­რამ თუ არ გა­მო­ვი­და, არც ეს იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა.

- ნუცა ბოლო ერთი წე­ლია დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, არ გი­ჭირთ მის გა­რე­შე ყოფ­ნა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მი­ჭირს რო­გორც დე­დას, მაგ­რამ ვიცი, რომ ჩემი შვი­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ წა­ვი­დეს უცხო ქვე­ყა­ნა­ში და და­იმ­კვიდ­როს თავი. უნდა ჰქონ­დეს ამი­სი იმუ­ნი­ტე­ტი. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს და დედა ყო­ველ­თვის გვერ­დით არ ეყო­ლე­ბა და ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა იყოს შვი­ლი მზად. ისეთ ასაკ­ში წა­ვი­და ნუცა მარ­ტო, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. (გააგრძელეთ კითხვა)