"როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი..." - რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე? - კვირის პალიტრა

"როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი..." - რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სო­ლი­და­რო­ბა­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ოთხი მო­სა­მარ­თლი­დან ერთ-ერთი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­იც­ნო.

"ამათ ჰგო­ნი­ათ, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ჩას­ვეს, ამით ვალი მო­ი­ხა­დეს და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ..."ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე 2006 წლი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლეა. მას, რო­გორც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის წევ­რს, 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლე­ბი შე­უმ­ცირ­დათ.

2011 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე “ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ცალ­სა­ხა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნებ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტის გამო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ“ საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბა”. გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ… რათა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.“

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

ambebi.ge სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მა­მას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სკან­დალ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი გაგ­ვი­ზი­ა­რა.

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი, სან­დროს მამა:

"მუ­რუ­სი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტით ჯერ კი­დევ 2015 წელს გა­მო­ვე­დი, როცა ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ უნდა აერ­ჩი­ათ. გა­მო­ვე­დი და ვთქვი, რომ შეც­დო­მას უშ­ვებ­დნენ. ის ჩემს თვალ­ში პი­როვ­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. მე­ო­რეა, რომ როცა სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კას, მე სა­ქარ­თვე­ლოს და­ვა­ყე­ნებ­დი წინ. როცა მე ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი მუ­რუ­სი­ძის აღ­ზე­ვე­ბას, ესე­ნი რა­მეს ამ­ბობ­დნენ? თან ვინ წი­ვის და კი­ვის - თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც მისი შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან. ამათ კი­დევ გად­მო­ი­ბა­რეს მუ­რუ­სი­ძე და ვფიქ­რობ, ეს წმინ­დად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და ეს მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძე­ე­ბი.

მი­შამ თით­ქოს რომ მოს­პო კო­რუფ­ცია და­ბალ ფე­ნებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ხელ­ში აიღო და თვი­თონ გახ­დნენ პირ­ვე­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი. ვინ იყო ადე­იშ­ვი­ლი, გა­იხ­სე­ნეთ... მის ხელ­ში იყო თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფე­რი. ერთი მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო ცალ­კე რგო­ლი. სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე ვი­ღაც მუ­რუ­სი­ძე და სხვე­ბი. ვინ თხო­უ­ლობს ამ კო­მი­სი­ას, ესაა მთა­ვა­რი, და­ფიქ­რდით. რა, მუ­რუ­სი­ძე და ჩინ­ჩა­ლა­ძე უნდა გა­მო­ი­ძა­ხონ და მას უნდა და­უს­ვან კი­თხვე­ბი? არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი დამ­სან­ქცი­რებ­ლებს ისე­თი რამ ჰქონ­დეთ ხელთ, არა­ვის აწყობ­დეს მათი გა­მომ­ზე­უ­რე­ბა.

როცა 2015 წელს ვყვი­რო­დით, მუ­რუ­სი­ძე არ და­ე­ნიშ­ნათ და მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჩემი მე­უღ­ლე თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, იქ გან­ვა­ცხა­დე პირ­და­პირ - რა აზრი აქვს ამ ჯილ­დოს, თუ ხვალ-ზეგ მუ­რუ­სი­ძეს აირ­ჩევთ-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, არ მჯე­რა, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ადრე იყ­ვნენ ცუ­დე­ბი და ახლა ან­გე­ლო­ზე­ბი გახ­დნენ. არც ვიცი, კარ­გი რა გა­ა­კე­თეს, ან სა­ერ­თოდ რას აკე­თე­ბენ, თვალს არც ვა­დევ­ნებ, მაგ­რამ ასეთ ხალ­ხს იყე­ნე­ბენ ყო­ველ­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­ცი­ნე­ბა, მთლი­ა­ნო­ბა­შია სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია. (გააგრძელეთ კითხვა)