"ნუცამ ბავშვების ჰეითერებს მხარდაჭერა რომ გამოუცხადა, იმედია ეს უცნობი დარჩება ამერიკისთვის" - თეა ადეიშვილის კომენტარი ზაზა შენგელიას პოსტზე: რას პასუხობს პროდიუსერი ჟურნალისტს? - კვირის პალიტრა

"ნუცამ ბავშვების ჰეითერებს მხარდაჭერა რომ გამოუცხადა, იმედია ეს უცნობი დარჩება ამერიკისთვის" - თეა ადეიშვილის კომენტარი ზაზა შენგელიას პოსტზე: რას პასუხობს პროდიუსერი ჟურნალისტს?

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აურ­ზა­უ­რი გრძელ­დე­ბა, "ბრა­ვო რე­კორდსის" პრე­ზი­დენ­ტი ზაზა შენ­გე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სურს და­არ­ღვი­ოს ტრა­დი­ცია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის და სი­ძულ­ვილ­ზე სი­ძულ­ვი­ლით პა­სუ­ხის სამ­წუ­ხა­რო ტრა­დი­ცია და მად­ლო­ბა უთხრას ნუ­ცას „ჰე­ი­თე­რებს“, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას, ნუ­ცას სა­მარ­თლი­ა­ნი და უსა­მარ­თლო კრი­ტი­კის­თვის…

ზაზა შენ­გე­ლია:

- მე მინ­და და­ვარ­ღვიო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, მე­დი­ა­ში და სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის და სი­ძულ­ვილ­ზე სი­ძულ­ვი­ლით პა­სუ­ხის სამ­წუ­ხა­რო ტრა­დი­ცია და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ნუ­ცას ჰე­ი­თე­რებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას, ნუ­ცას სა­მარ­თლი­ა­ნი და უსა­მარ­თლო კრი­ტი­კი­სათ­ვის…მერ­წმუ­ნეთ, ეს პი­რა­დად მას კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს და მინ­და ვი­სურ­ვო, რომ თუნ­დაც მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­თან როცა დარ­ჩე­ბით, თუნ­დაც თქვენს აზ­რებ­ში გა­გე­აზ­რე­ბი­ნოთ ბო­ლომ­დე, რამ­ხე­ლა რა­მეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­ტო შე­ჭი­დე­ბუ­ლი 350 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მქო­ნე ამე­რი­კა­ში, 25 წლის ქარ­თვე­ლი გოგო, შე­გეც­ვა­ლოთ მას­ზე აზრი და გე­ა­მა­ყოთ ნუ­ცა­თი იმი­ტომ, რომ ის არის თქვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლიც. თქვენ ნა­ხავთ, რამ­დე­ნი ამე­რი­კე­ლი მის­ცემს ხმას ნუ­ცას ამ კონ­კურ­სში, ბევ­რი ისე­თი ამე­რი­კე­ლიც კი, რო­მე­ლიც დღეს სვამს კი­თხვას - თუ რა­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობს უცხო­ე­ლი American Idol-ის კონ­კურ­სში...

მე ვიცი თუ რო­მელ სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს ნუცა ამ კონ­კურ­სზე, მინ­და ოდ­ნავ შე­ვა­ღო კონ­კურ­სის კუ­ლუ­ა­რე­ბი და და­გას­პო­ი­ლე­როთ: ამ ტურ­ში, იმის გარ­და რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ, ეთერ­ში გავა ასე­ვე ვი­დე­ო­ე­ბი მათ შე­სა­ხებ და ვიცი, რომ ნუ­ცას შე­სა­ხებ მზად­დე­ბა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და ძლი­ე­რი ვი­დეო, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მე­ტად სხვა თვა­ლით და­ა­ნა­ხებს ყვე­ლას მის პი­როვ­ნე­ბას და კე­თილ­გა­ნა­წყობს ამე­რი­კულ ტე­ლე­ა­უ­დი­ტო­რი­ას ნუ­ცას მი­მართ კი­დევ ერთხელ გთხოვთ, პირ­ველ რიგ­ში ამე­რი­კა­ში, პუ­ერ­ტო-რი­კო­ში, ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს - მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ჩვენს ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებს, მე­ზობ­ლებს, ნაც­ნო­ბებს - გა­ვერ­თი­ან­დეთ ყვე­ლა­ნი ნუ­ცას მხარ­და­სა­ჭე­რად!

შენ­გე­ლი­ას ვრცელ პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მათ შო­რის გახ­ლდათ ჟურ­ნა­ლის­ტი თეა ადე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ბერა ივა­ნიშ­ვილს ნუ­ცამ სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

თეა ადე­იშ­ვი­ლი:

- ნუ­ცას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, ჩემი ამე­რი­კე­ლი დის­შვი­ლი, მისი მშო­ბე­ლე­ბით და მე­გობ­რე­ბით ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად აძ­ლე­ვენ ხმას ამე­რი­კი­დან და საკ­მა­ოდ ბევ­რნი არი­ან. ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლად ვუ­ყუ­რებ ნუ­ცას ყვე­ლა შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას, ვუ­ყუ­რებ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და წარ­მა­ტე­ბას დიდ ას­პა­რეზ­ზე. თო­რემ ნუცა არ და­ი­კარ­გე­ბა, ყველ­გან წავა რო­გორც ვხე­დავ… რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მხა­რეს, ნუ­ცამ ბავ­შვე­ბის ჰე­ი­თე­რებს და ბუ­ლე­რებს ღია მხარ­და­ჭე­რა რომ გა­მო­უ­ცხა­და ყვე­ლა­ზე ცხელ მო­მენ­ტში, იმე­დია ეს ამ­ბე­ბი უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბა ამე­რი­კის­თვის, ეგ რომ გა­ი­გონ, მერე სად გა­და­ვა და რო­გორ, შენ უკეთ იცი, ზაზა, ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში, ნუ­ცას ვუ­სურ­ვებ სა­კუ­თარ სტე­რე­ო­ტი­პულ მენ­ტა­ლო­ბას­თან გა­მორ­კვე­ვას, ძა­ლა­უფ­ლე­ბი­ა­ნი და ფუ­ლი­ა­ნი მა­ნი­ა­კე­ბი და მათი გამ­მარ­თლე­ბელ-თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იმ ქვე­ყა­ნა­ში ( და ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში) სა­დაც ახლა ნუ­ცას ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა მი­ნი­მუმ დიდი სირ­ცხვი­ლია. წაიკითხეთ, რას პასუხობს პროდიუსერი ჟურნალისტს?