აპრილის თვეში ბიბლუსი უამრავ ადამიანს მოულოდნელ სურპრიზს უმზადებს - შეუერთდი კამპანიას „აჩუქე წიგნი“
„ვუერთდები კამპანიას #აჩუქეწიგნი“ – ამ ჰეშთეგითა და „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადებით თქვენ გახდებით იმ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში წიგნიერების ამაღლებასა და წიგნის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ წლებია, აპრილში წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა ღონისძიება ტარდება.
კამპანიის ფარგლებში წელს „ბიბლუსი“ უამრავ ადამიანს უმზადებს მოულოდნელ სურპრიზს, რომელიც როგორც მაღაზიებში, ისე სხვადასხვა კულტურულ და საჯარო დაწესებულებებში დახვდებათ.
წიგნის ჩუქების პოპულარიზაციისთვის „ბიბლუსმა“ სოციალურ მედიაში სპეციალური კამპანია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება და კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დადეთ „ბიბლუსის“ მიერ შემოთავაზებული ტექსტი და ფოტო, შეუერთდით კამპანიას და შეუწყეთ ხელი წიგნიერების ამაღლებას. თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიათა ქსელი კი აპრილის ბოლომდე სხვადასხვა საინტერესო სუპრიზს შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ბიბლუსმა“ ერთობლივად სხვადასხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს. მათ შორის იყო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სკოლებში ბიბლიოთეკების მოწყობა, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებთან წვდომაში დაეხმარა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიებები წელსაც ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წიგნის ჩუქების დღედ აღინიშნება, ცნობილი მწერლების უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღებია. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ სულ უფრო პოპულარული ხდება.