"ხალხმა დაიწყო ყვირილი, ავტობუსი გააჩერეო" - წერეთლის გამზირზე, ავტობუსში კაცი დაჭრეს
თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 308 ნომერ ავტობუსში მოხდა და დაჭრილი 70 წლის კაცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი პირი ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება დაწყებულია.
როგორც ავტობუსის მძღოლმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელი, დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო.
„ჩხუბის ხმა საერთოდ არ გამიგია. ახალგაზრდამ დაჭრა მოხუცი კაცი. თავდამსხმელი ახალგაზრდა იყო, დაახლოებით, 40 წლამდე. ხალხმა დაიწყო ყვირილი, ავტობუსი გააჩერეო. თურმე, სასწრაფოც უკან მომდევდა და მაშინვე წაიყვანეს“, - აღნიშნა მძღოლმა.