"ნევროლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა მამაჩემის სტუდენტი იყო... ეს იყო ამაღელვებელი" - ნანიკო ხაზარაძე მამაზე, დემენციასა და დაავადების მართვის წესებზე - კვირის პალიტრა

"ნევროლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა მამაჩემის სტუდენტი იყო... ეს იყო ამაღელვებელი" - ნანიკო ხაზარაძე მამაზე, დემენციასა და დაავადების მართვის წესებზე

დე­მენ­ცია ადა­მი­ა­ნის ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბას მსჯე­ლო­ბის და მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა. დე­მენ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა იწყე­ბა და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უა­რეს­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც სა­ჯა­როდ და ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეა. ცნო­ბი­ლია, რომ დე­მენ­ცია აქვს მის მა­მას, ექიმ­სა და პრო­ფე­სორს დათო ხა­ზა­რა­ძეს.

ასეთ ადა­მი­ა­ნებს სპე­ცი­ფი­კუ­რი პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბათ და ისე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა, ვინც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია იცის. ამი­ტომ ცნო­ბი­ლია, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა მამა სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა...

რო­გო­რია ამ ეტაპ­ზე მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რას გრძნობს ამ დროს პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რი, რო­გორ უნდა იმარ­თოს თა­ვად პა­ცი­ენ­ტი და რო­გორ უნდა ამაღ­ლდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ თე­მის გარ­შე­მო ცნო­ბი­ე­რე­ბა. ჩვენს ამ კი­თხვებს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე პა­სუ­ხობს:

- მალე სამი წელი გახ­დე­ბა, რაც მამა უკვე იქ არის. მისი დე­მენ­ცია პროგ­რე­სი­რებს და არის ისე, რო­გორც უნდა იყოს მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი, ანუ, მისი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადეკ­ვა­ტუ­რად.

- რო­გო­რია ნევ­რო­ლო­გის, ფსი­ქი­ატ­რის შე­ფა­სე­ბა?

- იქ კვი­რა­ში ერთხელ და­დის ექი­მი ფსი­ქი­ატ­რი და მა­მა­ჩე­მი მუდ­მი­ვად მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ არის. ალალ­ბედ­ზე ნამ­დვი­ლად არ იმ­ყო­ფე­ბა. შე­სა­ბა­მის იღებს მე­დი­კა­მენ­ტებს, ამის გა­რე­შე ასე­თი დი­აგ­ნო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- რო­გორ გგო­ნია, მა­მას შემ­თხვე­ვა­ში რას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია დე­მენ­ცია?

- რა ვა­რა­უ­დი უნდა მქონ­დეს? მთე­ლი მსოფ­ლიო მა­გა­ზე ფიქ­რობს და ვე­რაფ­რით ხვდე­ბი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს. ჯერ ვერ მი­აგ­ნეს, მაგ­რამ მი­აგ­ნეს და­ა­ვა­დე­ბის სტრუქ­ტუ­რას, იმი­ტომ, რომ წამ­ლებ­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა... მოკ­ლედ, ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე პა­სუ­ხი ჩემ­ზე ბევ­რად კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ. თუმ­ცა ვი­თარ­დე­ბა მე­დი­ცი­ნა და ბო­ლოს და ბო­ლოს, იქამ­დე მივ­ლენ, რომ ამის მი­ზეზ­საც იტყვი­ან.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მას ვი­დე­ო­ებს ხში­რად ტვირ­თავ. ის მუდ­მი­ვად თა­ვის დე­დას ელა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი აღარ არის. ცხა­დია, ამ და­ა­ვა­დე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მას არ ახ­სოვს, რომ დედა გარ­დაც­ვლი­ლია...

- დედა უნდა ყვე­ლას, ვი­საც დე­მენ­ცია აქვს და ითხოვს მას­თან შეხ­ვედ­რას. უნ­დათ ბავ­შვო­ბის სახ­ლში მოხ­ვედ­რა და იმ დე­დის გვერ­დით ყოფ­ნა, რო­მე­ლიც მათ მეხ­სი­ე­რე­ბას ბავ­შვო­ბი­დან შე­მორ­ჩა...

- ისიც სა­ო­ცა­რი ვი­დეო იყო, რო­დე­საც მა­მას ცოტა ხნის წინ ჰკი­თხე, - რა არის დე­მენ­ცია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად ახ­სნა ის. ეს მა­შინ, როცა თა­ვად ამ და­ა­ვა­დე­ბის რთუ­ლი ფორ­მა აქვს. რა ფე­ნო­მენ­თან გვაქვს საქ­მე?

- ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ - დე­მენ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს მეხ­სი­ე­რე­ბა დღე­ი­დან უკან ეშ­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი აქვს, რაც მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და რი­თაც ცხოვ­რობ­და, კარ­გად აქვს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი და კარ­გად არის მის გო­ნე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი. ზო­გა­დად მე­დი­ცი­ნა ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს. ამი­ტო­მაც დე­მენ­ცი­ა­ზე და არა­ერთ სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხზე აქვს პა­სუ­ხი. ეს იცის, თო­რემ ის ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვის გა­და­სა­ხე­დი­დან კი არ აღიქ­ვამს. თვი­თონ რომ ჰკი­თხო, არა­ფე­რი სჭირს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ობს, ცხოვ­რობს, კარ­გად არის, ერ­თა­დერ­თი - დედა ენატ­რე­ბა.

- ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია იმ გა­რე­მოს­თან, სა­დაც არის და არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ უქ­მნის იქა­უ­რო­ბა, ხომ? თუ ჭირ­ვე­უ­ლობს?

- სა­ერ­თოდ დე­მენ­ცი­ის მქო­ნე ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი არის ძა­ლი­ან ჭირ­ვე­უ­ლი. თუ არ იცი მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ძა­ლი­ან რთუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­იძ­ლე­ბა, პრობ­ლე­მას ვერც გა­უმკლავ­დე. იქ სა­დაც ახლა არის, ყვე­ლამ იცის ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორ უნდა მი­უდ­გნენ, რომ არ გა­ღი­ზი­ან­დნენ. ასე რომ, კარ­გად არის. ამას ჩემი ძა­ლე­ბით ვერ „გავ­ქა­ჩავ­დი“. ამ სფე­როს­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არა­საკ­მა­რი­სი ცოდ­ნით კი არა, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მით.

- რო­გო­რია ასე­თი პა­ცი­ენ­ტის პატ­რო­ნის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- პირ­ვე­ლად, რა­საც ეჯა­ხე­ბი, ალ­ბათ შო­კია, სა­ნამ გა­ი­აზ­რებ და გა­ა­ნა­ლი­ზებ. მერე ნელ-ნელა იწყებ ამას­თან ცხოვ­რე­ბას, შე­გუ­ე­ბას. შემ­დეგ მო­წო­დე­ბუ­ლი ხარ იმის­კენ, რომ უკეთ იყოს ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე არის. ეს ნა­ბი­ჯე­ბი ალ­ბათ მეც გა­ვი­ა­რე, იმი­ტომ, რომ სხვა გზა არ მქონ­და. უნდა გა­მე­გო ბევ­რი რამ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ამ გზის გავ­ლა არ იყო ად­ვი­ლი. დღე­საც რთუ­ლია ამის ყუ­რე­ბა, მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბაა ასე­თი, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბად მი­ვი­ღე. (გააგრძელეთ კითხვა)