როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში?
გარემოს ეროვული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
"23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.