"როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა..." - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილზე "ვივამედის" ექიმი - კვირის პალიტრა

"როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა..." - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილზე "ვივამედის" ექიმი

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბო", - ამის შე­სა­ხებ "ვი­ვა­მე­დის“ ექიმ­მა თა­მარ ჭან­ტუ­რი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჭან­ტუ­რია გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ სა­ვარ­ძლი­დან წა­მოდ­გო­მი­სას გო­ნე­ბა და­კარ­გა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბო. დე­და­მი­სი­სა და პა­ცი­ენ­ტის გად­მო­ცე­მით, სა­ვარ­ძლი­დან წა­მოდ­გო­მი­სას ჰქონ­და გო­ნე­ბის და­კარ­გვა და და­ვარ­და.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც გა­და­დი­ო­და სა­ვარ­ძლი­დან სა­წო­ლის­კენ ექთან­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩა­ი­მუხ­ლა, გო­ნე­ბის კარ­გვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. რო­გორც კი შე­ვე­დით, პა­ცი­ენ­ტი კონ­ტაქ­ტუ­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი იყო, აღე­ნიშ­ნე­ბო­და თავ­ბრუს­ხვე­ვაც“,- აღ­ნიშ­ნავს ექი­მი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან“.

"ინტერპრესნიუსი"