"დიდი სირცხვილია იმის თქმა, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც დედები შვილების გადარჩენას ითხოვენ"
აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები, მას შემდეგ რაც მარში გამართეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდნენ.
ისინი კანცელარიასთან ღამეს დღესაც გაათევენ. პროტესტს შეუერთდა მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე. მომღერალი კანცელარიასთან მივიდა და საზოგადოებას აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"საქართველოში დედები ითხოვენ, გადაგვირჩინეთ შვილებიო, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის ბავშების უფლებების დარღვევა, ეს არის დედის უფლების დარღვევა, ეს არის საერთოდ, ადამიანის უფლების დარღვევა. ჩემს კოლეგებს, დედებს, ბებიებს,ყველა ქალს და არამხოლოდ ქალს, ვთხოვ, გამოვიდეთ. უწყვეტი პროცესია საჭირო. ძალიან ძნელია იმის ატანა, როცა დედები, რომელთა შვილები ყველაზე მეტად საჭიროებენ დედების გევრდით დგომას, ეს დედები გამოდიან და ქუჩაში ათენებენ. ძალიან დიდი სირცხვილია იმის თქმა, რომ ისეთ ქვეყანაშ ცხოვრობთ, სადაც დედები შვილების გადარჩენას ითხოვენ. რაღაც მოვლენები, რომლებზეც ამბობენ, რომ თანხა უნდა დაიხარჯოს, გვერდზე გადადონ. დღეს ყველაფერი სხვა უნდა გაფერმკრთალდეს, ყველაზე სასწრაფო ეს არის, რომ გადარჩნენ შვილები, ისინი ჩვენი შვილებიც არიან და საქართველოს მოვავალი. " - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
ambebi.ge