"სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი" - რა იფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო - კვირის პალიტრა

"სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი" - რა იფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სუ­დან­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქა­ლაქ ხარ­ტუ­მის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მე­ტად უსაფრ­თხო ად­გი­ლას იქ­ნენ გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი შემ­დგო­მი ევა­კუ­ა­ცია.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მი­ნის­ტროს და დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით მო­ხერ­ხდა ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან, სა­დაც მუდ­მი­ვი შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქალ­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაყ­ვა­ნა.

"ამ­ჟა­მად მო­ქალ­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო ნა­წილ­ში. უწყე­ბა აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას მათი სუ­და­ნი­დან სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.