(VIDEO) "შენ ხარ ყველაზე მშრომელი ადამიანი, ვინც კი ყოფილა ოდესმე ამ შოუში" - ნუცა ბუზალაძის ემოციები და ფეხზე წამომდგარი ჟიური - კვირის პალიტრა

(VIDEO) "შენ ხარ ყველაზე მშრომელი ადამიანი, ვინც კი ყოფილა ოდესმე ამ შოუში" - ნუცა ბუზალაძის ემოციები და ფეხზე წამომდგარი ჟიური

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე აგრძელებს America Idol-ში ურთულესი გზის წარმატებულად გავლას. ამჯერად მან ამერიკელი მუსიკოსის, ტონი ბრექსტონის სიმღერა შეასრულა და დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა, როგორც დარბაზში მყოფ მაყურებელზე, ასევე ჟიურის წევრებზე. მათ ნუცას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს, მათ შორის ამერიკული პოპულარული კულტურის ლეგენდამ ლაიონელ რიჩიმ:

"შენ ხარ ყველაზე მშრომელი ადამიანი მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს ამ შოუში", - უთხრა რიჩიმ ნუცას.

ამასთან, უშუალოდ ნუცას შესრულებამდე გავიდა მასზე მომზადებული სიუჟეტიც, რომელიც არანაკლებ ემოციური იყო - ის იხსენებდა საკმაოდ რთულ პერიოდს ბავშვობაში, როცა ხანდახან მარტო დარჩენილ დედას საკმაოდ უჭირდა გოგონასთვის ყველაფერი იმის მიცემა, რაც საჭირო იყო. თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნუცას მიზნებისთვის მიეღწია...