(VIDEO) "კვარა", ოსიმენი... ნეაპოლში უკვე ზეიმობენ - ნახეთ როგორ დახვდნენ ტურინიდან დაბრუნებულ "ნაპოლის" ქომაგები
სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" პრინციპულ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს" ურთულეს დაპირისპირებაში სტუმრად სძლია. მატჩის ერთდაერთი და გადამწყვეტი გოლი 93-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.
ტურინელებთან აღებული 3 ქულის შემდეგ, ნეაპოლელებს სატურნირო ცხრილში 78 ქულა დაუგროვდათ და მეორე ადგილოსან რომის "ლაციოს" 17 ქულით უსწრებენ. სერია A-ში 7 ტურია დარჩენილი და ნეაპოლური გუნდი 33 წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან.
ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ტურინიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოცარი დახვედრა მოუწყვეს - მათ ავტობუსს სიმღერითა და შეძახილებით აცილებდნენ.
ნეაპოლში, შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო ზეიმი უკვე დაიწყო. ნახეთ ვიდეო: