"ნუცა იყო უაღრესად აკადემიური და მონუმენტური. ასეთი მეტამორფოზების უნარი ჟიურისაც და მაყურებელსაც ძალიან მოსწონს, You Go, Girl" - კვირის პალიტრა

"ნუცა იყო უაღრესად აკადემიური და მონუმენტური. ასეთი მეტამორფოზების უნარი ჟიურისაც და მაყურებელსაც ძალიან მოსწონს, You Go, Girl"

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ American Idol-ში მო­რი­გი გა­სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ აღაფრ­თო­ვა­ნა მსმე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის­თან ერ­თად ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა ქარ­თველ მომ­ღე­რალს. ის ამე­რი­კუ­ლი კონ­კურ­სის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და ტოპ 20 მო­ნა­წი­ლეს შო­რის მოხ­ვდა.

ამის თა­ო­ბა­ზე "ბრა­ვო რე­კორდსის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა შენ­გე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტონი ბრექ­სტო­ნის ეს სიმ­ღე­რა ნამ­დვი­ლად არ არის ჩემი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა, უნდა ვა­ღი­ა­რო, ნუ­ცამ ის ძა­ლი­ან მაგ­რად შე­ას­რუ­ლა, თა­ნაც ბლო­მად და თა­მა­მად ბევ­რი სა­კუ­თა­რი რამ შე­ი­ტა­ნა ამ ერთი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან ბა­ნა­ლურ და მო­სა­წყენ სიმ­ღე­რა­ში და ვფიქ­რობ, რომ ასე­თი დო­ნის შეს­რუ­ლე­ბი­თა და რა თქმა უნდა, მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბით, შეძ­ლებს მომ­დევ­ნო ტურ­ში გა­დას­ვლას, ოღონდ ჯერ კი­დევ 10 სა­ა­თის მან­ძილ­ზე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბა ხმის მი­სა­ცე­მად.

ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა.

ლა­ი­ო­ნელ რიჩი: “შენ ხარ ყვე­ლა­ზე მშრომელი კონ­კურ­სან­ტი მათ შო­რის, ვინც კი ამ შო­უ­ში მი­ნა­ხავს. შენ უნდა მი­ი­ღო მი­ლოც­ვე­ბი”.

კეტი პერი: “რო­დე­საც ვთქვი, არ გინ­და ბრჭყვი­ა­ლე­ბი (no glitter), ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი, რაც დღეს მოგ­ვა­წო­დე… შენ იყა­ვი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, არ დაგ­ჭირ­და არა­ფე­რი ზედ­მე­ტი… კი, შე­გიძ­ლია ის ყვე­ლა­ფე­რი (შოუს გუ­ლიხ­მობს), მაგ­რამ დღეს შენ აიყ­ვა­ნე დარ­ბა­ზი და აუ­დი­ტო­რია შენი ძლი­ე­რი ნუ­ცა­თი”.

ლუკ ბრა­ი­ა­ნი: “შენ აღარ ხუმ­რობ…მსოფ­ლი­ოს სხვა ნა­წი­ლი­დან ჩა­მოხ­ვე­დი და აქამ­დე შე­ძე­ლი მოს­ვლა, ამ­დენს მი­აღ­წიე, თავი ამა­ყად უნდა გე­ჭი­როს მაღ­ლა”.

ძა­ლი­ან გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გა­ვი­და ნუ­ცას გა­მოს­ვლამ­დე, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კა­ში, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­ვედ­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და და უზარ­მა­ზარ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს დე­და­მი­სის მი­მართ. გან­სხვა­ვე­ბით წინა ტურ­ში ლას-ვე­გა­სის შოუს სტი­ლის­გან, დღეს ნუცა იყო უაღ­რე­სად აკა­დე­მი­უ­რი და მო­ნუ­მენ­ტუ­რი და ასე­თი მე­ტა­მორ­ფო­ზე­ბის უნა­რი ჟი­უ­რი­საც და მა­ყუ­რე­ბელ­საც ძა­ლი­ან მოს­წონს You Go Girl"

იმის­თვის, რომ ნუცა ტოპ 12-ში მოხ­ვდეს, ამის­თვის ხმის მი­ცე­მის სამი გზა არ­სე­ბობს, ამის­თვის მხო­ლოდ 10 სა­ა­თი გვაქვს, თბი­ლი­სის დრო­ით ხმის მი­ცე­მა 14 სა­ათ­ზე შე­წყდე­ბა:

10 ხმა: ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე (ერთჯე­რა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის გზით: https://idolvote.abc.com/

10 ხმა: სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით American Idol app. აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა აი­ფო­ნე­ბის­თვის:

https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815

აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა ან­დრო­ი­დე­ბის­თვის:

https://play.google.com/store/apps/details…

10 ხმა: სმს-ის სა­შუ­ა­ლე­ბით - ნუ­ცას ნო­მე­რი, ანუ 26 უნდა გა­იგ­ზავ­ნოს შემ­დეგ ნო­მერ­ზე: 21523.