თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები: დანაშაულში ბრალდებულია ცნობილი პოლიტიკოსის ნათესავი, რომელიც გურამ ფალავანდიშვილის მანქანაში დააკავეს - "პირველად ვნახე ცხოვრებაში..." - კვირის პალიტრა

თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები: დანაშაულში ბრალდებულია ცნობილი პოლიტიკოსის ნათესავი, რომელიც გურამ ფალავანდიშვილის მანქანაში დააკავეს - "პირველად ვნახე ცხოვრებაში..."

22 აპ­რილს, გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში, ქურ­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და - მა­მა­კა­ცებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სუფ­რას­თან და­ი­წყო, სა­დარ­ბა­ზო­ში გაგ­რძელ­და და მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. და­კა­ვე­ბუ­ლია 48 წლის მა­მა­კა­ცი - დი­მიტ­რი თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, რო­მე­ლიც დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ასე­ვე და­ა­კა­ვეს და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლი მა­მა­კა­ციც.

რო­გორც ირ­კვე­ვა, 48 წლის დი­მიტ­რი თარ­ხან-მო­უ­რავ­მა ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მისი 2 მე­გო­ბა­რი მი­იყ­ვა­ნა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყოფ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა 34 წლის მე­გო­ბა­რი ზვი­ად ეგ­რი­სე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით მი­ა­ყე­ნა. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ად­გი­ლი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღიც ამო­ი­ღეს. და­ა­კა­ვეს თარ­ხან-მო­უ­რა­ვის მე­ო­რე მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრო, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი უც­ნო­ბე­ბია.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ციხე რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვა და აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.თ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.ზ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აპ­რილს, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლის­ში, მის­სა­ვე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ე.-ს. და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ზ.ე. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დ.თ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს ნ.ზ. შე­ეს­წრო, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge - მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე მეტი დე­ტა­ლე­ბი მო­ი­ძია. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კოს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის ძმაა.

სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა:

"დი­მიტ­რი თარ­ხან-მო­უ­რავ­მა 22 აპ­რილს შინ ორი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი აიყ­ვა­ნა და­სა­ლე­ვად. შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი­დან ერთ-ერთს (მოკ­ლულს) ბი­ნა­ში ნივ­თე­ბი მოს­წო­ნე­ბია და ჩა­ბა­რე­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, რა­საც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა. პირ­ველს დანა ეგ­რი­სე­ლაშ­ვილს უხ­მა­რია, თუმ­ცა თარ­ხან-მო­უ­რავ­მა და­ას­წრო და ის და­ნით დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ თარ­ხან-მო­უ­რა­ვი წო­დო­რეთ­ში, წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის მო­ნას­ტერ­ში ავი­და, იქე­დან კი ის გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს ჩა­მო­უყ­ვა­ნია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძებ­ნი­ლი მის­სა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და­ა­კა­ვეს“.

ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. გააგრძელეთ კითხვა