"ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, "როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა” - რას წერს პეტრე კოლხი - კვირის პალიტრა

"ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, "როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა” - რას წერს პეტრე კოლხი

მო­დელ­მა მა­რი­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ და­წე­რა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი ჩანს.

მა­რი­ტას პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­დებს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრას.

თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა პეტ­რე კოლ­ხიც:

nacemigogo-1682354486.jpg

"ეს "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის” ნა­მოქ­მე­და­რია…რაც არ უნდა გაბ­რაზ­დე, რო­გორც არ უნდა და­კარ­გო აზ­როვ­ნე­ბა, ასე­თი სიმ­ხე­ცე მა­ინც არ უნდა ჩა­ი­დი­ნო…გა­მოვ­ძვრეთ სა­კუ­თა­რი ტყა­ვი­დან, რე­ა­ლო­ბას თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ და ვა­ღი­ა­როთ, რომ რა­ღაც გა­უ­გო­ნა­რი გვჭირს…"ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმე­ვენ" გა­მორ­ჩე­უ­ლი ერი ვართ”, "წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია”, ასე­თი აზ­როვ­ნე­ბის და შე­ხე­დუ­ლე­ბის შე­დე­გია ის, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში მე­რამ­დე­ნე ქალი-ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

ერ­თია, ძა­ლა­დობ ქალ­ზე და უფრო მძი­მე სუ­რა­თია, როცა ამ ძა­ლა­დო­ბას აყუ­რე­ბი­ნებ შვილს. ეს იმის ბრა­ლია, სა­ხა­რე­ბა­საც რომ უკუღ­მა ვხსნით და ქა­ლებს ვა­ჯე­რებთ, "რო­გორ უნდა ეში­ნო­დეს ქმრი­სა”!…ღმერ­თის მარ­თლა შე­ე­შინ­დეს ყვე­ლა მო­ძა­ლა­დეს, რად­გან ყვე­ლა მსხვერ­პლში უფა­ლია", - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

"ინტერპრესნიუსი"