ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა თვითმფრინავს, რომელსაც ლონდონის "არსენალის" ქალთა გუნდი გერმანიიდან ინგლისში უნდა გადაეყვანა - კვირის პალიტრა

ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა თვითმფრინავს, რომელსაც ლონდონის "არსენალის" ქალთა გუნდი გერმანიიდან ინგლისში უნდა გადაეყვანა

თვითმფრი­ნავს, რო­მელ­საც ლონ­დო­ნის არ­სე­ნა­ლის ქალ­თა გუნ­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის თა­მა­შის შემ­დეგ ვოლფსბურ­გი­დან ლონ­დონ­ში უნდა გა­და­ეყ­ვა­ნა, ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი“ წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეკი­პა­ჟი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თვითმფრი­ნა­ვი და­ეს­ვა და მათ და­მა­ტე­ბით ერთი ღამე გა­ა­ტა­რეს გერ­მა­ნი­ა­ში.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩანს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ერთ-ერთ ძრავ­ში ჩიტი შეფ­რინ­და."ჩვენს თვითმფრი­ნავს ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა კვი­რა სა­ღა­მოს, შე­დე­გად, ჩვენ დავ­რჩით ღა­მით ვოლფსბურ­გში. ორ­შა­ბათს ნა­შუ­ა­დღევს დავ­ბრუნ­დე­ბით ინ­გლის­ში.

გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე და აე­რო­პორ­ტში მყოფ პერ­სო­ნალს დახ­მა­რე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია "არ­სე­ნა­ლის“ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "არ­სე­ნა­ლის“ ქალ­თა გუნ­დმა მე­ტო­ქეს­თან ფრე - 2-2 ითა­მა­შა, სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი ლონ­დონ­ში, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ambebi.ge