ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა თვითმფრინავს, რომელსაც ლონდონის "არსენალის" ქალთა გუნდი გერმანიიდან ინგლისში უნდა გადაეყვანა
თვითმფრინავს, რომელსაც ლონდონის არსენალის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის თამაშის შემდეგ ვოლფსბურგიდან ლონდონში უნდა გადაეყვანა, ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ "გარდიანი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ეკიპაჟი იძულებული გახდა, თვითმფრინავი დაესვა და მათ დამატებით ერთი ღამე გაატარეს გერმანიაში.
მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი ჩანს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთ ძრავში ჩიტი შეფრინდა."ჩვენს თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა კვირა საღამოს, შედეგად, ჩვენ დავრჩით ღამით ვოლფსბურგში. ორშაბათს ნაშუადღევს დავბრუნდებით ინგლისში.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ თვითმფრინავის ბორტზე და აეროპორტში მყოფ პერსონალს დახმარებისთვის“, - ნათქვამია "არსენალის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, "არსენალის“ ქალთა გუნდმა მეტოქესთან ფრე - 2-2 ითამაშა, საპასუხო მატჩი ლონდონში, მომდევნო კვირაში გაიმართება.