"არ და­ჩაგ­რეს პა­ტა­რა ქვეყ­ნის ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი" - ქართველი მომღერალი American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორისაა: მორიგი შთამბეჭდავი შესრულება - კვირის პალიტრა

"არ და­ჩაგ­რეს პა­ტა­რა ქვეყ­ნის ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი" - ქართველი მომღერალი American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორისაა: მორიგი შთამბეჭდავი შესრულება

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე American Idol-ის ტოპ 12 მო­ნა­წი­ლეს შო­რი­საა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ნუცა კონ­კურ­სის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­და­ვი­და არა მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, არა­მედ ჟი­უ­რის კვო­ტით.

ამ ტურ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ჯე­ნი­ფერ ჰადსო­ნის “And I Am Telling You, You Are Not Going” იმ­ღე­რა, კი­ნო­ფილ­მი­დან "Dreamgirls.”

ნუ­ცას წარ­მა­ტე­ბას "ბრა­ვო რე­კორ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ზაზა შენ­გე­ლია ეხმაურება და ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მო­რიგ შთამ­ბეჭ­დავ შეს­რუ­ლე­ბა­ზე წერს:

"ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს! ნუცა გა­და­ვი­და ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე. ნუ­ცამ 12 კონ­კურ­სან­ტის შე­სარ­ჩევ ტურ­ში შე­ას­რუ­ლა ჯე­ნი­ფერ ჰადსო­ნის “And I Am Telling You, You Are Not Going” კი­ნო­ფილ­მი­დან “Dreamgirls”.

ეს იყო ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, ემო­ცი­უ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი შეს­რუ­ლე­ბა თუმ­ცა ნუცა ვერ გა­და­ვი­და ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ის ერთ-ერთ სხვა ამე­რი­კელ კონ­კურ­სან­ტთან ერ­თად ჟი­უ­რიმ, თა­ვი­სი ორად­გი­ლი­ა­ნი კვო­ტით გა­და­იყ­ვა­ნა მომ­დევ­ნო ტურ­ში.

ჟი­უ­რი­დან შე­ფა­სე­ბა ნუ­ცას გა­მოს­ვლა­ზე გა­ა­კე­თა მხო­ლოდ ლიუკ ბრა­ი­ან­მა: “წარ­მო­მიდ­გე­ნია, რამ­ხე­ლა წნე­ხის ქვეშ ხარ, შენ ეს გა­ა­კე­თე ყვე­ლა­ზე მაგ­რად” დას­კვნა: ნუ­ცას არ ეყო ხმე­ბი (მას გა­უ­უქ­მეს VPN-ით და სხვა შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი სა­ქარ­თვე­ლი­დან და ევ­რო­პი­დან) და ის ჟი­უ­რიმ თა­ვი­სი კვო­ტით გა­და­იყ­ვა­ნა 12 ფი­ნა­ლისტს შო­რის. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ნუცა მომ­დევ­ნო ტუ­რებ­ში რომ გა­ვი­დეს ამე­რი­კე­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის მიმხრო­ბა და მათი ხმე­ბის მო­პო­ვე­ბა სჭირ­დე­ბა.

ამი­ტომ ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: ფო­რუ­მებ­ზე ნუ და­წერთ უხამს, უხეშ და არო­გან­ტულ კო­მენ­ტა­რებს ამე­რი­კე­ლე­ბის პოს­ტე­ბის ქვეშ, პი­რი­ქით მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ხა­ტოთ სით­ბო და მად­ლი­ე­რე­ბა მათ მი­მართ. ეს არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რა ერთი მხრივ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ის უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც უნი­ჭო კა­რი­ნა დი­ან­ჯე­ლომ ნუ­ცას “გა­უ­ჩა­ლი­ჩა” დუ­ე­ტე­ბის ტურ­ში, მძი­მე ტვირ­თად და რაც მთა­ვა­რია უსა­მარ­თლო ტვირ­თად მოჰ­ყვე­ბა ნუ­ცას, მაგ­რამ სა­წუ­ხა­როდ ვე­რა­ფერს ვი­ზამთ…ამის გა­მოს­წო­რე­ბა მხო­ლოდ ნუ­ცას სა­უ­კე­თე­სო გა­მოს­ვლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მხრი­დან წარ­მო­ჩე­ნით და ჩვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა.

ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა აშშ-ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, ამ დღე­ებ­ში მე ისი­ნი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი და და­ვა­ფა­სე რა მა­გა­რი ხალ­ხია და რამ­ხე­ლა სა­მუ­შაო გა­წი­ეს, რომ ნუცა წინ წა­წე­უ­ლი­ყო ამ კონ­კურ­სში. უზარ­მა­ზა­რი მად­ლი­ბა მათ და ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე Vaja Kachkachuri გე­ყუ­რე­ბა ? მაგ­რამ ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მინ­და ვთხო­ვო, რომ კი­დევ უფრო მო­ინ­დო­მონ, ვიცი რომ ისი­ნი ძა­ლი­ან უთა­ნას­წო­რო კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში შევ­ლენ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ამე­რი­კულ მი­სახ­ლე­ო­ბას­თან და მათ ამე­რი­კელ რჩე­უ­ლებ­თან, ასე რომ Good luck ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რი, გარ­და იმი­სა, რომ უდი­დე­სი მას­შტა­ბის მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბის კერ­პის შერ­ჩე­ვას ახ­დე­ნენ და კარ­გად აქვთ ეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, არ და­ჩაგ­რეს პა­ტა­რა ქვეყ­ნის ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გამო მას გა­უხ­სნეს გზა მომ­დევ­ნო ტუ­რებ­ში და და­ნარ­ჩენ 8 ამე­რი­კელს უარი უთხრეს კონ­კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე.

ეს უდა­ოდ მათ უდი­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე და ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ამას წი­ნათ 3 “კიტ­რი” იჯდა ერთ-ერთ ქარ­თულ ტე­ლე­ე­თერ­ში და სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ თე­მას, რომ ნუ­ცას გას­ვლა მომ­დევ­ნო ტურ­ში იყო “ჩა­წყო­ბი­ლი”, ვფიქ­რობ ჟი­უ­რის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­გიც­ვა­ლათ აზრი, “ კიტ­რე­ბო” რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა მომ­დევ­ნო ტური და რი­გო­რი იქ­ნე­ბა ხმის მი­ცე­მის წესი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­წერ.კი­დევ ერთცელ გი­ლო­ცავთ ამ უზარმ­ზარ წარ­მა­ტე­ბას. ნუ­ცას გა­მარ­ჯვე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა You Go Girl" - წერს ზაზა შენ­გე­ლია.