წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილების წესი იცვლება - ნახეთ მოძრაობის რა რეჟიმი იმოქმედებს - კვირის პალიტრა

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილების წესი იცვლება - ნახეთ მოძრაობის რა რეჟიმი იმოქმედებს

აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, 25 აპ­რი­ლის 23:00 სა­ა­თი­დან სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გი­ორ­გი ცა­ბა­ძის ქუ­ჩის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­ზღუ­დე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცალ­მხრი­ვად.

"კერ­ძოდ, "დი­ნა­მო არე­ნას“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით - დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ქუ­ჩი­სა და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის კვე­თის გავ­ლით, ხოლო სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­დან "დი­ნა­მო არე­ნას­კენ“ გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გარ­და ამი­სა, გამ­ზი­რის ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის ზოლი გზის შუ­ა­ში გან­თავ­სდე­ბა, მე­ო­რე მო­ნაკ­ვეთ­ზე კი ე.წ. ბას­ლა­ი­ნი გამ­ზი­რის კი­დე­ებ­ში მო­ე­წყო­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ზოლი მთლი­ა­ნად წე­რეთ­ლის გამ­ზირს მო­ი­ცავს.

კერ­ძოდ, მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბუ­სის ზოლი შუ­ა­ში გან­თავ­სდე­ბა შა­ლი­კაშ­ვი­ლის ხი­დი­დან ევ­დოშ­ვი­ლის ქუ­ჩის კვე­თამ­დე, ხოლო ევ­დოშ­ვი­ლის ქუ­ჩის კვე­თი­დან ცა­ბა­ძის ქუ­ჩის კვე­თამ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გამ­ზი­რის კი­დე­ებ­ში იმოძ­რა­ვებს.