"2008 წელს, საქართველოსთვის მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო" - რას აცხადებს მედვედევი
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს მას გარკვეული რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა და ერთ-ერთი ასეთი რთული გადაწყვეტილება იყო „საქართველოსთვის მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება 2008 წელს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით ფედერაციის საბჭომ დაუჭირა მხარი - ჩაგვეტარებინა საქართველოსთვის მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაცია, ე.წ. ხუთდღიანი ომი. ეს, რა თქმა უნდა, იმ მომენტში პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის რთული გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, იყო სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ, რომელიც ასევე რთული გადაწყვეტილება იყო”.
„ესეც არ იყო იოლი გადაწყვეტილებები. მოითხოვდა დისკუსიას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვდა“, - აღნიშნა მედვედევმა.
IPN