"დამ­თავ­რდა გი­ორ­გის ოპე­რა­ცია, კარ­გად ჩა­ი­ა­რა, და­თოს მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდათ ძა­ლი­ან ცუდი" - რას წერს გიორგი მახარაშვილის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"დამ­თავ­რდა გი­ორ­გის ოპე­რა­ცია, კარ­გად ჩა­ი­ა­რა, და­თოს მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდათ ძა­ლი­ან ცუდი" - რას წერს გიორგი მახარაშვილის მეუღლე?

ცოტა ხნის წინ მუ­სი­კო­სი დათო ევ­გე­ნი­ძე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ას იკე­თებს. ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში, BAU Medical Park Goztepe-ში ტარ­დე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლია.

"25 ში ერ­თნი გავ­ხდე­ბით" - და­წე­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­მა და ევ­გე­ნი­ძეს­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია უკვე და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლეკა მი­ქა­ძე წერს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გის ოპე­რა­ცია დას­რულ­და, ხოლო და­თოს ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა.

"ახლა დამ­თავ­რდა გი­ორ­გის ოპე­რა­ცია, კარ­გად ჩა­ი­ა­რა, და­თოს მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდათ ძა­ლი­ან ცუდი, ბევ­რი თრომ­ბით და რად­გან პა­რა­ლე­ლუ­რად კეთ­დე­ბო­და, ამი­ტომ გა­ი­წე­ლა გი­ორ­გის ოპე­რა­ცი­აც. და­თოს სის­ხლძარ­ღვე­ბიც გა­ა­სუფ­თა­ვეს და სა­დღაც 8 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა და­თოს ოპე­რა­ცი­აც" - წერს მი­ქა­ძე.