"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა... ეს ჩემთვის სასწაული იყო" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატებული ტურის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა... ეს ჩემთვის სასწაული იყო" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატებული ტურის შემდეგ?

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის წარ­მა­ტე­ბა პო­პუ­ლა­რულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურს American Idol-ში გრძელ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი 12 სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რი­საა. გუ­შინ­დელ ტურ­ში მან ჯე­ნი­ფერ ჰადსო­ნის “And I Am Telling You, You Are Not Going” იმ­ღე­რა, კი­ნო­ფილ­მი­დან "Dreamgirls.” კონ­კურ­სის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ის მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმით არ გა­და­სუ­ლა, ნუცა ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ American Idol-ის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ უცხო­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი გას­ცდა შე­სარ­ჩევ ტუ­რებს. მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტუ­რის შემ­დეგ ნუცა მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბას უხ­დის:

"ჩემო საყ­ვარ­ლე­ბო, მინ­დო­და მად­ლო­ბა მეთ­ქვა ყო­ვე­ლი ხმის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ! ჩვენ ვცდი­ლობ­დით და ვიცი, რამ­დე­ნი მი­ჭერ­დით მხარს და მე ამას გუ­ლით ვა­ფა­სებ! მად­ლო­ბა...

ჯერ კი­დევ არ მჯე­რა, რომ ჩვენ­მა ლე­გენ­და­რულ­მა ჟი­უ­რიმ გა­და­მარ­ჩი­ნა. ეს ჩემ­თვის სას­წა­უ­ლი იყო და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის 101% პრო­ცენ­ტი გა­ვა­კე­თო შემ­დე­გი ლაივ შო­უს­თვის! მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა" - წერს ნუცა.

nuca-buzaladze-1682503566.jpg