"მივესალმებით ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას, ან უკრაინის ტერიტორიის დათმობას" - კვირის პალიტრა

"მივესალმებით ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას, ან უკრაინის ტერიტორიის დათმობას"

მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას, ან ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მივესალმებით ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. თუკი ეს სამშვიდობო გეგმა არ გულისხმობს იმას, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს თავისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს ომის დასრულების სანაცვლოდ. მეორე, კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს. ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას ან უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობას, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სასწორზე დევს უკრაინელი ხალხის უსაფრთხოება და დაცული მომავალი.

IPN