"რა გახდა ერთი უფასო თავშესაფრის აშენება ავადმყოფი, უპატრონო და დაუძლურებული მოხუცებისთვის" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?
სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოცილური ქსელის პირად გვერდზე მოხუცზე წერს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი:
"ნანა ბებო მიტოვებული და ავადმყოფი მოხუცია. აღარ შეუძლია მოძრაობა და გონებაც ძალიან აერია.
თითქმის მთელი სიბერე შიმშილში, მარტოობაში და ტანჯვაში აქვს გატარებული. ტელეფონზე ჩემთან დარეკვა არ შეუძლია და ასე სახლიდან ქუჩაში, აქამდეც როგორ გამოაღწია არ ვიცი, მაშინვე ჩამიგდეს ეს ფოტო და წუხელ ჩამოვედი ხელვაჩაურიდან. აქ მელოდებოდა ჩამოსვლამდე მარტო მეშინიაო ტირის, ადგომაც აღარ შეუძლია და მთხოვა თავშესაფარში გადამიყვანეო. როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ავადმყოფი და უძლური მოხუცების უფასო თავშესაფარი.
ასეთი რამდენი მოხუცია იცით? რა გახდა ერთი უფასო თავშესაფრის აშენება ავადმყოფი, უპატრონო და დაუძლურებული მოხუცებისთვის. რამდენ დებილობაში იხარჯება ფული. გსიამოვნებთ ასე ქუჩა - ქუჩა ამათი ასე ყურება?
ასე ხომ არ დავტოვებთ მართლა. სამი დღეც ვერ იცოცხლებს ალბათ. სასწრაფოდ უნდა მომეხმაროთ რა.
უნდა შევაგროვოთ ფული და უნდა იცხოვროს კერძო პანსიონატში, სადაც ღირსეულად მაინც გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას. სითბოში და ზრუნვაში.
ჩვენ თვითონ მივხედავთ და ჩვენ თვითონ ვაგრძნობინებთ გვერდით დგომას.
გამივრცელეთ ეს ამბავი და ერთად ისევ ყველაფერს შევძლებთ!
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი.