"უდიდესი ტრავმა მივიღე, პანიკური შეტევა დამეწყო..." - კიბერ ბულინგის მსხვერპლი, 18 წლის მარიამის მძიმე ისტორია, რომელსაც "ტიკტოკზე" ყალბი ექაუნთით უხამსი შინაარსის ვიდეოებს უვრცელებენ - კვირის პალიტრა

"უდიდესი ტრავმა მივიღე, პანიკური შეტევა დამეწყო..." - კიბერ ბულინგის მსხვერპლი, 18 წლის მარიამის მძიმე ისტორია, რომელსაც "ტიკტოკზე" ყალბი ექაუნთით უხამსი შინაარსის ვიდეოებს უვრცელებენ

სამი თვეა, რაც 18 წლის მა­რი­ამ გრი­გა­ლაშ­ვილს "ტი­კტოკ­ზე" ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ვი­დე­ო­ებს უვრცე­ლე­ბენ, რა­საც თან ერ­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ტექ­სტე­ბი და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. ვიდ­რე გო­გო­ნა კი­ბერ­ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ და­ი­წყებ­და ლა­პა­რაკს, მა­ნამ­დე (ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე) პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­დაც უთხრეს, რომ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას აზრი არ ჰქონ­და და მი­ზე­ზად მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის სირ­თუ­ლე და­უ­სა­ხე­ლეს. "ტი­კტოკ­ზე" ვი­დე­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­რი­ა­მის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­იტ­ზეც გავ­რცელ­და. რო­გორც რეს­პო­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, მან უკვე გა­და­ლა­ხა სა­შინ­ლად მძი­მე, სტერ­სუ­ლი პე­რი­ო­დი და უნდა, რომ სხვა, ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე გო­გო­ნე­ბის­თვის (მათ შო­რის მსხვერ­პლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის) მა­გა­ლი­თი გახ­დეს, არა­ვინ გა­ჩუმ­დეს. მე­ო­რეს მხრივ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბი­დან ელის რე­ა­გი­რე­ბას და მისი მი­ზა­ნია გა­ირ­კვეს, ვინ დგას ამ ე.წ. ფეიქ ექა­უნ­თე­ბის უკან. ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ვი­დე­ო­ებს თან ახ­ლავს უხამ­სი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც, ხოლო ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, 700-800 ათასს აღ­წევს. მა­რი­ამ­მა, რო­მელ­საც არა­ვის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის იმე­დი არ აქვს, გა­და­წყვი­ტა იბ­რძო­ლოს და მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა. ამ დღე­ებ­ში ის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­შიც შე­ი­ტანს გან­ცხა­დე­ბას.

მა­რი­ამ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი:

"ჩემი პირ­ვე­ლი ვი­დეო თე­ბერ­ვლის თვე­ში და­ი­დო "ტი­კტოკ­ზე", რა­საც ისე­თი სა­ში­ნე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ტექ­სტი ერ­თვო­და, ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. ში­ნა­არ­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­დეო იყო, ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის მშობ­ლე­ბის "ფე­ის­ბუ­ქი­დან" აღე­ბუ­ლი. ვი­დე­ოს ქვეშ თან­და­თან ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მო­ვი­და, გა­და­ვი­რიე, მა­შინ­ვე წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მცხე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა არ და­მი­წე­რია, რად­გან მი­თხრეს, არა­ფე­რი გა­მო­ვა, აზრი არ აქვს, რად­გან პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში არ იყო შეღ­წე­ვა, ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად არ კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბაო. ისიც მი­თხრეს, პო­ლი­ცი­ა­ში ბევ­რი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა­აო. ხელ­მე­ო­რედ პო­ლი­ცი­ა­ში 27 თე­ბერ­ვალს მი­ვე­დი და გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, მა­შინ, როცა ვი­დე­ო­ე­ბის სიხ­ში­რემ მო­ი­მა­ტა, ჩემი პი­რა­დი ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და და ჩემს მშობ­ლებ­საც მის­წვდნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ის­გან არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, ახლა ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს და იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა. ყვე­ლა­ფე­რი - ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ყალ­ბი ან­გა­რი­შით ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა მაქვს ეჭვი, ვინ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს ამის უკან, ეს ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბებს მაძ­ლევს. ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა გრძელ­დე­ბა, გუ­ში­ნაც და­ი­დო და მათი ნახ­ვე­ბი 700-800 ათა­სამ­დე ავი­და. უხამ­სი სა­თა­უ­რე­ბის გარ­და, სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო გან­გრევს ადა­მი­ანს, ფსი­ქი­კას გირ­ყევს. აღ­დგო­მის წინა დღეს და­დეს ერთი ვი­დეო და კო­მენ­ტა­რებ­ში ამომ­წყვი­ტა ხალ­ხმა, ისე მწყევ­ლიდ­ნენ და მლან­ძღავ­დნენ...

ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ხუმ­რო­ბით გა­და­ი­ღო, ან თუ თავი მოგ­წონს და ფიქ­რობ, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, გა­და­ი­ღებ და შენს გვერ­დზე და­დებ. ის ადა­მი­ა­ნი ამ შენს ფო­ტოს და ვი­დე­ოს სულ სხვა დატ­ვირ­თვას აძ­ლევს, სუ­ლაც გა­მომ­წვე­ვი რომ არ იყო. გააგრძელეთ კითხვა