"იუთუბერი", პოკემონების გამყიდველი და... - იაპონიაში Gen Z პოლიტიკურ სავარძლებს იპყრობს - ახალი თაობის, განსხვავებული პოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოება მხარს უჭერს - კვირის პალიტრა

"იუთუბერი", პოკემონების გამყიდველი და... - იაპონიაში Gen Z პოლიტიკურ სავარძლებს იპყრობს - ახალი თაობის, განსხვავებული პოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოება მხარს უჭერს

ია­პო­ნი­ის შუ­ა­ლე­დუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სურპრი­ზე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა. ია­პო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბას 50-70 წლამ­დე ასა­კის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­ად­გე­ნენ, თუმ­ცა ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბიც შევ­ლენ, რა­საც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა პო­ზი­ტი­უ­რად ხვდე­ბა.

და მხო­ლოდ ეს არ არის:

ბოლო დღე­ე­ბია, ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის წინა გვერ­დებს რი­ო­სუ­კე ტა­კა­ში­მა, 26 წლის პო­ლი­ტი­კო­სი იკა­ვებს, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მერი გახ­და. ის ქა­ლაქ აში­ას პირ­ვე­ლი პი­რია.მან ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი შარ­შან და­ამ­თავ­რა და გა­რე­მოს ინ­ჟი­ნე­რი­ის ბა­კა­ლავ­რია. "ახალ­გაზ­რდა რად­გან ვარ, მგო­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბა ჩემ­თან თავს უფრო ახ­ლოს იგ­რძნობს. პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, ამი­ტომ რა­საც ვერ გა­ვი­გებ, უნდა გა­ვი­კი­თხო, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლო და ჩე­მე­უ­ლი ხედ­ვით შევ­ხე­დო",- უთხრა ტა­კა­ში­მამ რე­პორ­ტი­ო­რებს.

აქამ­დე ია­პო­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მერი კო­ტა­რო ში­ში­და იყო, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 27 წლის ასაკ­ში, 1994 წელს აირ­ჩი­ეს.

ტა­კა­ში­მას კამ­პა­ნია შე­ე­ხე­ბო­და მწვა­ნე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის და­გეგ­მვას, მეტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლის და პარ­კე­ბის შექ­მნას, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მებს, ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვას და ახალ­გაზ­რდე­ბის ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მებს. ის ქა­ლაქ აში­ას მე­რად მუ­შა­ო­ბას პირ­ველ მა­ისს და­ი­წყებს.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რა ია­პო­ნი­ის პო­ლი­ტი­კა­ში 26 წლის იუ­თუ­ბე­რი, ში­ნია. მან "ჰი­რა­ცუ­კას იუ­თუ­ბე­რი შინ"-ის სა­ხე­ლით წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია, რათა ჰი­რა­ცუ­კას სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭო­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. მან არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. შინს პო­კე­მო­ნე­ბის მა­ღა­ზი­აც აქვს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი Youtube არ­ხით გახ­და, სა­დაც ვი­დე­ო­ებს ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ებ­სა და ქა­ლა­ქურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იღებს. სწო­რედ ამ ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში შე­ი­ტყო მან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სა­ჭი­რი და ჩი­ვი­ლე­ბი, რა­მაც შემ­დგომ უბიძ­გა, ქა­ლა­ქის საბ­ჭო­ში ეყა­რა კენ­ჭი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო