როგორია დავით ევგენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ღვიძლის გადანერგვის 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ და რას წერს დონორი გიორგი მახარაშვილი? - კვირის პალიტრა

როგორია დავით ევგენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ღვიძლის გადანერგვის 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ და რას წერს დონორი გიორგი მახარაშვილი?

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მუ­სი­კო­სი და­ვით (დათო) ევ­გე­ნი­ძე ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ას იკე­თებ­და, რის­თვი­საც თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში, BAU Medical Park Goztepe-ში და­ი­გეგ­მა. დო­ნო­რი რომ მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვი­თონ დათო ევ­გე­ნი­ძემ აც­ნო­ბა.

25 აპ­რილს ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც 12-სა­ა­თი გაგ­რძელ­და, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცია დათო ევ­გე­ნი­ძის და გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

“კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი. დამ­თავ­რდა 12-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია და ხვა­ლამ­დე ეძი­ნე­ბათ ბი­ჭებს. მად­ლო­ბა ყვე­ლას. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ აქ იყა­ვით, ჩვენ­თან ერ­თად“, - და­წე­რა გუ­შინ დო­ნო­რის, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლეკა მი­ქა­ძემ.

“ჩემო ლეკა და მა­ხა­რა, თქვენ და­თოს აჩუ­ქეთ სი­ცო­ცხლე... მე სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის და მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად... თქვენ "არა­ნორ­მა­ლუ­რი“ ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, ეს სა­წა­უ­ლი რომ გა­ა­კე­თეთ. მიყ­ვარ­ხართ, მიყ­ვარ­ხართ, მიყ­ვარ­ხართ...“ - ეს პოს­ტი კი დათო ევ­გე­ნი­ძის მე­უღ­ლემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მე­გობ­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ დათო ევ­გე­ნი­ძემ ოპე­რა­ცია კარ­გად გა­და­ი­ტა­ნა, აპა­რა­ტი­და­ნაც უკვე მოხ­სნეს.

"მაგ­რად ვართ! წვე­რი გა­პარ­სეს და ჯერ არ იცის, Dato, მიყ­ვარ­ხარ ძმი­უს!" - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დო­ნო­რი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი. (წყარო)