ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ განცხადება თავად ზელენსკიმ გააკეთა. მან ჩინეთის პირველ პირთან საუბარს აზრიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ოფიციალურ პეკინთან ურთიერთობის ბიძგი.

„მქონდა ვრცელი და აზრიანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს სატელეფონო საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, ძლიერი ბიძგი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე.

მას საუბრის სხვა დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

IPN