"სამი წიგნი მინდა გირჩიოთ...თავად წაუკითხეთ შვილებს"
ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახში წიგნის კითხვის კულტურას და რომელი ნაწარმოებები შეგიძლიათ, შვილებს შესთავაზოთ:
- ბავშვს 13-14 წლამდე უყვარს, როცა მას წიგნს უფროსი უკითხავს. მამა იქნება, დედა, ბებია თუ სხვა - კვირაში 1-2 საათი კითხვისთვის გამოყავით. ამ დროს ხან ცრემლიც წამოგვივა. "პატარა პრინცს" რომ წაიკითხავ, ცრემლი არ მოგადგება? კითხვა მაშინაა სასიამოვნო, როცა განიცდი. თუ არ განიცდი, გინდა წაიკითხე, გინდა - არა. განცდები ჩვენ გვზრდის, ზნეს გვიცვლის. თუ განცდა არ გვაქვს, ზნეს ადვილად ვერ შევიცვლით. ქართულ ლიტერატურაში ბევრი კარგი რამაა წასაკითხი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურიდან სამი რამ მინდა გირჩიოთ:
"პატარა პრინცი" - წავიკითხოთ, მერე ისევ გადავიკითხოთ და ბავშვს თავად მოუნდება, კიდევ დაუბრუნდეს იმიტომ, რომ იქ ისეთი აზრებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელი უნდა გახდეს.
"თოლია ჯონათან ლივინგსტონი" - ძალიან გთხოვთ, ეს წიგნი წაიკითხოთ და ბავშვსაც წააკითხოთ. ეს მე-4-მე-7 კლასში საკითხავად კარგია. იხილეთ სრულად