"თბი­ლი­სის მე­რია რა­საც ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მას ეძა­ხის სი­ნამ­დვი­ლე­ში არის რე­ფორ­მად წო­დე­ბუ­ლი უთავ­ბო­ლო­ბა" - რას წერს ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"თბი­ლი­სის მე­რია რა­საც ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მას ეძა­ხის სი­ნამ­დვი­ლე­ში არის რე­ფორ­მად წო­დე­ბუ­ლი უთავ­ბო­ლო­ბა" - რას წერს ალეკო ელისაშვილი

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სე­ბის­თვის ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში მოძ­რა­ო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს და თბი­ლი­სის მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს:

"თბი­ლი­სის მე­რია რა­საც ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მას ეძა­ხის სი­ნამ­დვი­ლე­ში არის რე­ფორ­მად წო­დე­ბუ­ლი უთავ­ბო­ლო­ბა. თუკი ბას­ლე­ი­ნებ­ში ტაქ­სებ­მა, პო­ლი­ცი­ის შკო­დებ­მა და სამ­თავ­რო­ბო ჯი­პებ­მა უნდა ია­რონ მა­შინ სა­ერ­თოდ რა­ღას ხა­ზავ­დით ქუ­ჩებს და რა­ღას აწ­ვა­ლებ­დით ხალ­ხს?" - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, A კა­ტე­გო­რი­ის იმ ტაქ­სებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მო­ბი­ლის ასა­კი არ აღე­მა­ტე­ბა 10 წელს, 1-ელი ივ­ნი­სი­დან ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში მოძ­რა­ო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.