"თბილისის მერია რასაც ტრანსპორტის რეფორმას ეძახის სინამდვილეში არის რეფორმად წოდებული უთავბოლობა" - რას წერს ალეკო ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობის ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებს:
"თბილისის მერია რასაც ტრანსპორტის რეფორმას ეძახის სინამდვილეში არის რეფორმად წოდებული უთავბოლობა. თუკი ბასლეინებში ტაქსებმა, პოლიციის შკოდებმა და სამთავრობო ჯიპებმა უნდა იარონ მაშინ საერთოდ რაღას ხაზავდით ქუჩებს და რაღას აწვალებდით ხალხს?" - წერს ელისაშვილი.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.