რა ქონებას ფლობს მიხეილ ლომთაძე, რომლის Kaspi.kz აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს მიხეილ ლომთაძე, რომლის Kaspi.kz აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის ემზადება

ყაზახეთის ონლაინ-ბანკმა და მარკეტპლეის Kaspi.kz-მა ფასიანი ქაღალდების შეერთებულ შტატებში განთავსებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების ანგარიშში წერია. ლისტინგისთვის მზადება ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ნებისმიერი გარიგება საბაზრო პირობებზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2020 წლის ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, ქართველი მიხეილ ლომთაძეა. ის Forbes მილიარდერთა რეიტინგში 803-ე პოზიციაზეა. მისი ქონება კი 3.6 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ცნობისთვის, ლომთაძე „ფორბსის“ რეიტინგში 2021 წლის აპრილში მოხვდა.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს. გააგრძელეთ კითხვა