"საზოგადოების პოლარიზებამ მხოლოდ ავნო ჩვენს ბრძოლისუნარიანობას"
"ერთადერთი, ვინც ამ ქაოსურ სიტუაციაში თავის ადგილზე დგას, ღმერთია"
ახალგაზრდა პოეტის, შოთა ვეკუას ლექსების წაკითხვის შემდეგ გიჩნდებათ განცდა, რომ ბევრ განსაცდელ და ჭირვარამგამოვლილი ადამიანის შემოქმედებას ეცნობი, რომელსაც კარგიც ბევრი უნახავს და ცუდიც, ყველა შტრიხმა თუ განსაცდელმა თავისი კვალი დააჩნია და ყველას ახსნა მოუძებნა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"საზოგადოების პოლარიზებამ მხოლოდ ავნო ჩვენს ბრძოლისუნარიანობას, ფაქტობრივად, მყარი, ერთიანი ძვრა ვერ განვახორციელეთ დასახული მიზნის ბოლომდე მისაყვანად. რეგიონში შექმნილი დაძაბული მდგომარეობა კი, რომელმაც კარგა ხანს კულმინაციას მიაღწია და არავინ უწყის როდის გახსნის კვანძს, წამით არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. უკრაინელი ძმების თავგანწირვა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და საკუთარი კლანჭებითვე განგმირავს ბოროტების იმპერიას, ჩვენ კი ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება საღი აზრი..."
"შეუძლებელია, იმ ერს თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი ასწავლო, რომელიც ერთი ხელით მტრისგან დასაცავად ვაზნებს ტენიდა, მეორით კი ჩვილის აკვანს არწევდა. ჩვენ მშვიდობისთვის ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში კი არა, მთელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დღე და წუთი, როდესაც ქართველს შეეძლო, მშვიდად მოეხუჭა თვალი. ასე რომ, თავისუფლება ჩვენი მონაპოვარი ან სანუკვარი ცნება კი არა, გენეტიკის ნაწილი გახდა..."
"იმ ერს, რომელმაც ილია, ზვიად გამსახურდია და სამშობლოსთვის გულანთებული არაერთი ადამიანი ტყვიისთვის გაიმეტა, შეუძლებელია, სწავლა არ სჭირდებოდეს. ჯერ კიდევ ვერ გაგვირჩევია მტრისა და მოყვრის ნამდვილი ხატი, ამიტომაც გამოდის წყლის ნაყვა ჩვენი ყოველი მოქმედება..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.
ლალი პაპასკირი