რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ - რას აცხადებს მომღერლის ყოფილი პროდიუსერი - კვირის პალიტრა

რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ - რას აცხადებს მომღერლის ყოფილი პროდიუსერი

ორ­გა­ნი­ზა­ცია "რუ­სე­თის მა­მე­ბი“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის თა­მარ გვერდწი­თე­ლის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვს, ამის თა­ო­ბა­ზე "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Mash-ი წერს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აქ­ტი­ვის­ტი ან­დრეი ზგონ­ნი­კო­ვი მო­თხოვ­ნას იმით ხსნის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ მომ­ღე­რალ­მა გა­ა­უქ­მა რუ­სეთ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი, და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა და ახლა კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გეგ­მავს.ამა­ვე დროს, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატ­მა სერ­გეი სო­ლო­ვი­ოვ­მა Novosti.Ru-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ გვერდწი­თე­ლის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მი­ზეზს ვერ ხე­დავს, მაგ­რამ აქვე დას­ძი­ნა, რომ "შე­საძ­ლოა, აზრი ჰქონ­დეს მის­თვის რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის აკ­რძალ­ვას, რათა შე­მო­სავ­ლის წყა­რო და­კარ­გოს".

"რუ­სე­თის მა­მე­ბი" არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მხარს უჭერს კრემ­ლის პო­ლი­ტი­კას და მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პარტნი­ო­რე­ბის სი­ა­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მნა 2021 წლის ბო­ლოს და მისი გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ან­დრეი კო­ჩე­ნო­ვი "მა­მა­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს" ხელ­მძღვა­ნე­ლია.

თა­მარ გვერდწი­თე­ლის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მო­თხოვ­ნას მომ­ღერ­ლის პრო­დი­უ­სე­რი, სერ­გეი პუ­დოვ­კი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ამას "სრუ­ლი იდი­ო­ტიზ­მი" უწო­და.

"მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სი­სუ­ლე­ლეს ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ. არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია ამ ფაქ­ტზე, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე სრულ იდი­ო­ტიზ­მზე“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ambebi.ge