"10 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით ამბოხებულთა ალყაში" - სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დაბრუნდა
ავიაკომპანია Geosky-ის 20 თანამშრომელი სუდანიდან საქართველოში დაბრუნდა. მათი განცხადებით, ადგილზე ვითარება გაუსაძლისი იყო.
„10 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით ამბოხებულთა ალყაში. ნამდვილად გაუსაძლისი პირობები იყო - ირგვლივ სროლა და დაბომბვა ყოველ დილით და ყოველ საათში. იქ იყო ჯოჯოხეთი, ხალხი გარბოდა, ბავშვები, ქალები. წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. ჯამში, 2 500 კილომეტრი გავიარეთ უდაბნოში“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
IPN